თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 91 891.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 13.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 3.8%-ით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.2%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.9%). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%), მშენებლობა (8.4%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7%), ინფორმაციისა და კომუნიკაცია (6.4%), სოფლის  სატყეო და თევზის მეურნეობა (6.2%),  ტრანსპორტი და დასაწყობება  (5.9 პროცენტი), განათლება (5.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2%).