თბილისი (GBC) - ნოემბერში საქართველოში 14.6 ათასი ტონა ქვანახშირი მოიპოვეს, რაც 27%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ნოე -11.5 ათასი  ტ).

წარმოებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვანახშირის იმპორტიც. ნოემბერში მყარი საწვავის იმპორტმა 13.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 230%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021ნოე-4 ათასი ტ).

საანგარიშო პერიოდში ქვანახშირის შიდა მიწოდება 54%-ით 43 ათას ტონამდე გაიზარდა.