თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4011 გემი, რომელთა 51.6% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 19.2% - თხევადი ტვირთმზიდი, 19.2% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10% ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
1Q26-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 23%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი მიიღო, 8.7%-ით ნაკლები - სპეციალიზებული, 8.4%-ით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 6.1%-ით ნაკლები - კონტეინერმზიდი, 5%-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.
1Q26-ში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.2% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 13.7% - თურქეთის, 10% - ლიბერიის, 7.5% - მალტის, დანარჩენი 50.6% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველოს ნავსადგურები 3.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 53.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55.3%-ს შეადგენდა.
1Q26-ში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 316.9 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 19.7%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 49.1% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.4% - თხევადი ტვირთი, ხოლო 20.4% - ნაყარი ტვირთი.