თბილისი (GBC) - საქსტატის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 320.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 848.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 6.7%-ით), ხოლო იმპორტი 7 471.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.2%-ით).
საქსტატის მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივნისში 4 623.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8 პროცენტია.