თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.6%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.74პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4%), ზეთი და ცხიმი (3.3%), თევზეული (2.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9%), რძე, ყველი და კვერცხი (1%), პური და პურპროდუქტები (0.7%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.09პ.პ-ით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.4%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.3%) ქვეჯგუფებზე;
ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 1.5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.17პ.პ შეადგინა. ფასები, ძირითადად, შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.5%).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ზეთი და ცხიმი (5.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.6%), თევზეული (1.3%), პური და პურპროდუქტები (0.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.5%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6%-ით, რაც 0.35პ.პ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.4%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (4.5%), პირადი ჰიგიენა (3.6%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34პ.პ-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.5%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.1%);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48პ.პ-ით აისახა;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7%-იანი კლება, რაც -0.32პ.პ-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.2%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-2.7%). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.8%).