თბილისი (GBC) – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და ვიზიტორების განთავსების სხვა ადგილების რაოდენობა ქვეყანაში ჯამში 3 176 ერთეულს შეადგენს. განთავსების ადგილებში ოთახების რაოდენობა სულ 51 850-ს, ხოლო ოთახებში ჯამურად 124 030 საწოლი დგას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორების განთავსების ობიექტების რაოდენობის ყველაზე მეტი წილი სამეგრელო-ზემო სვანეთზე მოდის. სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და განთავსების სხვა ადგილების რაოდენობა აქ 598 ერთეულია. ოთახების რაოდენობა - 3 841. ხოლო, საწოლი ადგილების რაოდენობა 9 626-ს შეადგენს.

განთავსების ობიექტების რაოდენობის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთის შემდეგ მეორე ადგილზეა თბილისი – განთავსების 539 ობიექტით. ოთახების და ადგილების  რაოდენობით თბილისი საქართველოს ყველა სხვა დანარჩენ რეგიონს უსწრებს (თბილისში სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და განთავსების სხვა ადგილების ოთახების რაოდენობა 14 292-ს შეადგინა 2023 წლის 4 ოქტომბრის მონაცემებით. საწოლი ადგილების რაოდენობა – 31 489 ერთეულით ფიქსირდება).

განთავსების ობიექტების რაოდენობის მიხედვით ბოლო ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც სასტუმროების რაოდენობა 28 ერთეულით განისაზღვრა (ოთახების რაოდენობა ქვემო ქართლში 480-ს შეადგენს, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა – 1 196-ს).

ბოლოდან მეორე ადგილზეა შიდა ქართლი. განთავსების ობიექტების რაოდენობა აქ 54-ია, ოთახების რაოდენობა – 535, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა – 1 457.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წლის 4 ოქტომბრის მონაცემებით, განთავსების ობიექტების რაოდენობა ტიპების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: სასტუმროს კატეგორიაში განთავსების რაოდენობა 1 218 ერთეულს შეადგენს. სასტუმროებში ოთახების რაოდენობა ჯამში 35 909 გახლავთ, ხოლო აქედან საწოლი ადგილების რაოდენობა  81 250 ერთეულია.

საოჯახო სასტუმროების შემთხვევაში, განთავსების რაოდენობა ჯამში, 1 275-ია. ოთახების რაოდენობა – 8 141. საწოლი ადგილების რაოდენობა – 21 615 ერთეული.

სასტუმრო სახლის კატეგორიაში გვხვდება განთავსების რაოდენობა  ჯამში – 454, ოთახების რაოდენობა –3 239, საწოლი ადგილების რაოდენობა – 8 780.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წლის 4 ოქტომბრის მონაცემებით, განთავსების საშუალებები ოთახების რაოდენობის და რეგიონების მიხედვით  საქართველოს მასშტაბით ხუთი და ნაკლებია – 1 210 შემთხვევაში. 6–დან 10–მდე ოთახი აქვს 805 სასტუმროს. 11-20 ოთახის მქონე 585 სასტუმრო ფუნქციონირებს. 21 და მეტი ოთახი 576 სასტუმროს აქვს.

აქედან, ყველაზე მეტი წილი ისევ სამეგრელო-ზემო სვანეთზე მოდის, ხუთი და ნაკლები ოთახის რაოდენობით 372 სასტუმროა, 6-10 ოთახის მქონე – 161, 11-20 ოთახის მქონე – 43, ხოლო 21 და მეტი ოთახი – 22 სასტუმროს აქვს.

ბოლოს მოყვანილი მაჩვენებლების მიხედვით ხუთი და ნაკლები ოთახიანი სასტუმროების რაოდენობით ბოლო ადგილზეა ქვემო ქართლი. ამ სეგმენტში სულ16 ოთახია . 6-10 ოთახის კატეგორიაში 5 სასტუმროს ვხვდებით, 11-20 ოთახის შემთხვევაში – 1-ს, ხოლო 21 და მეტი ოთახის მქონე 6 სასტუმროს.