თბილისი (GBC) – 1939 წლის ზაფხულში ალბერტ აინშტაინმა ჩაიდინა ის, რასაც შემდეგ „უდიდეს შეცდომას“ უწოდებდა: ხელი მოაწერა წერილს, რომელიც პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მაგიდაზე მოხვდა და ბირთვული ეპოქის დადგომას შეუწყო ხელი.

დღეს ამ წერილის ასლი, რომელზეც აინშტაინის ორიგინალი ხელმოწერაა, Christie's–ის აუქციონზე $3,9 მილიონად გაიყიდა. ორიგინალი კი, რომელიც რუზველტს გაუგზავნეს, ნიუ-იორკში რუზველტის ბიბლიოთეკის კოლექციის ნაწილია.

„ეს წერილი ისტორიაში ყველაზე გავლენიანია“, – აცხადებს Christie's უფროსი სპეციალისტი ამერიკის, წიგნებისა და ხელნაწერების საკითხებში პიტერ კლარნეტი.