თბილისი (GBC) – S&P 500–ის ინდექსი ოთხშაბათის სესიაზე მკვეთრად დავარდა და ერთ დღეში ყველაზე დიდი დანაკარგი ნახა 2022 წლის შემდეგ. ამის მიზეზი Alphabet–ის და Tesla–ს აქციების მკვეთრი ვარდნა გახდა.

შედეგად, S&P 500–ის ინდექსი გუშინდელ სესიაზე 2,2%–ით დავარდა, რაც ყველაზე დიდი დანაკარგია 2022 წლის 15 დეკემბრის შემდეგ. NASDAQ Composite ინდექსი 3,6%–ით დავარდა, ხოლო Dow Jones Industrial Average —504 პუნქტით (–1,3%).

Tesla დაბალი შემოსავლებისა და პროგნოზების გაუარესებამ დააგდო

Tesla–ს აქციები 12%–ით დავარდა მას შემდეგ, რაც მეორე კვარტალის შემოსავლებმა მოლოდინი ვერ გაამართლა ავტომობილების გაყიდვების შემცირების გამო.

Tesla–ს შემოსავალი 5–წლიან მინიმუმამდე შემცირდა, რადგან ელექტრომობილების მწარმოებელი იძულებულია ფასები დააგდოს მზარდი კონკურენციის პირობებში ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა მაგალითად ჩინეთი.

დადებითი შედეგების მიუხედავად, Alphabet–ის კაპიტალიზაციაც შემცირდა

მიუხადავადა იმისა, რომ Alphabet–ის შემოსავლებმა მეორე კვარტალში მოლოდინებს გადააჭარბა, კომპანიის აქციების ფასი გუშინდელ სესიაზე 5%–ით დავარდა.

Deutsche Bank–ის წარმომადგენლებმა კომპანიის საიტზე გაკეთებულ კომენტარებში აღნიშნეს, რომ „Alphabet–ის საძიებო და ღრუბლოვანი ბიზნესის მაჩვენებლების ზრდა YouTube–ს ჩამორჩენამ დააკომპენსირა, ძირითადად რთული რთული პირობებისა და Google Network–ის სისუსტის გამო“.