თბილისი (GBC) - Alphabet-მა 576.5 მლრდ იაპონური იენის ($3.6 მლრდ) ღირებულების ობლიგაციები გაყიდა. პარასკევს გავრცელებული საინფორმაციო ფურცლის (term sheet) მიხედვით, ეს უცხოური კომპანიის მიერ იენში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ემისიაა ისტორიაში.
ეს არის იენით დენომინირებული ვალის პირველი ემისია Alphabet-ისთვის, რომელიც, სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსად, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გიგანტური საინვესტიციო პროგრამის შუაგულში იმყოფება და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობს.
ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შორის მოთხოვნა ძლიერი იყო, განაცხადეს ტრანზაქციის ერთ-ერთი ანდერრაიტერის Mizuho Securities-ის წარმომადგენლებმა. მათ ასევე დასძინეს, რომ ამ გაყიდვამ მოხსნა წინა რეკორდი, რომელიც 2019 წელს უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის მიერ 430 მილიარდი იენის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებით დაფიქსირდა.
საინფორმაციო ფურცლის მიხედვით, Alphabet გამოუშვებს 3, 5, 7, 10, 15, 30 და 40 წლის ვადიანობის ობლიგაციებს, რომელთა კუპონი (საპროცენტო განაკვეთი) 1.965%-დან 4.599%-მდე მერყეობს.
მოცემულ ტრანზაქციაში ერთობლივი ბუკრანერების (joint bookrunners) სტატუსით Mizuho Securities, Bank of America და Morgan Stanley მოქმედებენ.