თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში, „მწვანე ენერგეტიკის“ ზონაში „აზერენერჯი“ ექვს ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 37,5 მეგავატს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია „აზერენერჯიმ“ გაავრცელა.

გეგმის თანახმად, წელიწადში ამ ჰესებზე 110 მილიონი კილოვატ/საათი „მწვანე ენერგიის“ გენერირება უნდა მოხდეს. ჰესების ექსპლუატაციაში შეყვანა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს.