თბილისი (GBC) – იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 1,81 მლრდ მანათს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,8%-ით არის გაზრდილი.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ბანკების საოპერაციო შემოსავლებმა 5,73 მლრდ მანათს გადააჭარბა, რაც წლიურად 13,6%-იანი ზრდაა.

ბანკების საოპერაციო ხარჯებმა 3,98 მლრდ მანათი შეადგინა, რაც 9,75%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. სპეციალურ რეზერვებში გადარიცხვებმა 399,5 მლნ მანათი შეადგინა და 36,9%–ით გაიზარდა.

მოგების გადასახადის სახით ბანკების გადახდებმა 270,8 მლნ მანათი შეადგინა, რაც წლიურად 26,25%-იანი ზრდაა.