სურსათზე უნაღდო დანახარჯები 21%-ით გაიზარდა
მზარდია არარეზიდენტების
უნაღდო დანახარჯები.
დეკემბერში წლიურმა ზრდამ
26% შეადგინა.დეკემბერში,
სასტუმროებში, თიბისი
ბანკის არხებით, უნაღდო
დანახარჯების წლიურად 32%-ით
გაიზარდა. საშუალო
ტრანზაქციების მოცულობამ
426 ლარი შეადგინა, რაც 2023
წლიდან მოყოლებული
უდიდესი
მაჩვენებელია.რესტორნებსა
და კაფეებში უნაღდო
დანახარჯები წლიურად 33%-ით
გაიზარდა, ხოლო
ტრანზაქციის საშუალო
მოცულობა 31 ლარზეა
შენარჩუნებული. გართობის
სექტორში კი, თიბისი
არხებით უნაღდო
დანახარჯები წლიურად 2%-ით
შემცირდა.თიბისი ბანკის
არხებით, უნაღდო
დანახარჯებმა ტანსაცმელსა
და აქსესუარებზე 2024 წლის
დეკემბერში 12%-იანი წლიური
ზრდა აჩვენა, საშუალო
ტრანზაქციის მოცულობამ კი
114 ლარი შეადგინა.ამავე
პერიოდში, სხვა საცალო
მაღაზიებში უნაღდო
დანახარჯების მოცულობა,
თიბისი ბანკის არხებით,
გასულ წელთან შედარებით
12%-ით გაიზარდა.რაც შეეხება
უძრავ ქონებას, დეკემბერში
თიბისის არსებით
ტრანზაქციები 9%-ით
გაიზარდა, თუმცა ახალი
იპოთეკური სესხების
მოცულობა წლიურად 23%-ით
შემცირდა.თიბისი ბანკის
დეკემბრის დანახარჯების
დინამიკის მიხედვით,
სამშენებლო მასალებზე
უნაღდო დანახარჯების,
თიბისი ბანკის არხებით,
წლიურად 11%-ით გაიზარდა;
ელექტრონიკაზე უნაღდო
დანახარჯებმა 18%-იანი
წლიური ზრდა შეადგინა;
ავეჯსა და მოწყობილობებზე
11%-ით
გაიზარდა.დანახარჯების
დეკემბრის დინამიკის
მიხედვით, საწვავზე უნაღდო
დანახარჯები, თიბისი
ბანკის არხებით, წლიურად
12%-ით გაიზარდა, ხოლო
საშუალო ტრანზაქციის
მოცულობა საწვავზე გასული
წლის დეკემბრის
მაჩვენებელს გაუტოლდა და 51
ლარი შეადგინა.ამავე
პერიოდის განმავლობაში,
მანქანასთან
დაკავშირებული ხარჯები,
გასულ წელთან შედარებით
14%-ით გაიზარდა, ხოლო
საშუალო დანახარჯი ერთეულ
ტრანზაქციაზე 62 ლარს
გაუტოლდა.პირად ჰიგიენაზე
უნაღდო დანახარჯები
წლიურად 11%-ით გაიზარდა,
თიბისი ბანკის არხებით,
უნაღდო დანახარჯების
წლიური ზრდის ტემპმა
ფარმაციაზე 25%
შეადგინა.ამავე პერიოდში,
ჯანდაცვაზე უნაღდო
დანახარჯებმა, თიბისი
ბანკის არხებით, გასულ
წელთან შედარებით 26%-იანი
ზრდა აჩვენა. 2024 წლის
დეკემბერში ტრანზაქციის
საშუალო მოცულობამ 112 ლარი
შეადგინა.ტელეკომუნიკაციასა
და ციფრულ სერვისებზე
უნაღდო დანახარჯები
თიბისი ბანკის არხებით,
წლიურად 24%-ით გაიზარდა,
ხოლო საშუალო ტრანზაქციის
მოცულობამ 11.72 ლარი
შეადგინა.„თიბისი
კაპიტალის“ მიმოხილვაში
ნათქვამია, რომ სურსათზე
გაწეულმა დანახარჯებმა
უნაღდო დანახარჯებში
კვლავ ყველაზე მაღალი წილი
დაიკავა. დეკემბერში
საქონელსა და
მომსახურებაზე ჯამური
უნაღდო დანახარჯების
განაწილება 69%-სა და 31%-ს
გაუტოლდა. საქონელზე
გაწეულმა ხარჯებმა 2023 და 2024
წლების დეკემბრის თვის
განმავლობაში ჯამური
უნაღდო დანახარჯების
უდიდესი წილი
შეადგინა.რესტორნებზე
დახარჯულმა წილმა მთლიან
უნაღდო დანახარჯებში 12%
შეადგინა. სურსათზე
დანახარჯების წილი,
რომელიც წარმოადგენს
ყველაზე დიდი წილის მქონე
კატეგორიას ჯამურ უნაღდო
დანახარჯებში, თიბისი
ბანკის არხებით, 28%-მდე
გაიზარდა.
1737716201