თბილისი (GBC) – Azeri Light–ის მარკის აზერბაიჯანულ ნავთობის ფასი, იტალიის პორტ აუგუსტაში მიწოდების პირობით, $3,26–ით გაძვირდა და ბარელი $84,53 ღირს.
თურქეთის ჯეიჰანის პორტიდან კი ბარელი Azeri Light $2,66–ით გაძვირდა და $83,5–ად იყიდება.
თბილისი (GBC) – Azeri Light–ის მარკის აზერბაიჯანულ ნავთობის ფასი, იტალიის პორტ აუგუსტაში მიწოდების პირობით, $3,26–ით გაძვირდა და ბარელი $84,53 ღირს.
თურქეთის ჯეიჰანის პორტიდან კი ბარელი Azeri Light $2,66–ით გაძვირდა და $83,5–ად იყიდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.კერძოდ, მაისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 632.9 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-მაისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 1,465.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $86.6 მლნ თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $429.3 მლნ მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $16.2 მლნ აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $333.3 მლნ მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $632.9 მლნ საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 27 ივლისს გამოაქვეყნებს.
1782375420
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ რისკებსა და მათ შესაძლო გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე. ასევე, მიმოიხილეს საბანკო სექტორის მდგრადობა და განვითარების ტენდენციები, ზედამხედველობის ჩარჩო, ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია და კიბერუსაფრთხოების საკითხები.ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა ADB-ის მნიშვნელოვან როლს დაფინანსების გამოყოფისა და ექსპერტიზის გაზიარების კუთხით. ასევე, აღნიშნა რომ მიუხედავად მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე გაზრდილი გაურკვევლობისა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ, ხოლო საკრედიტო დანაკარგები ისტორიულად დაბალ დონეზეა. ამავდროულად, საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა და 2026 წლის აპრილის მდგომარეობით 14.1% შეადგინა.შეხვედრა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის ფორმატში წარიმართა და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დაადასტურეს.
1782375098
კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა გადმოწერონ GUPSPORT-ის აპლიკაცია, გაიარონ რეგისტრაცია, სრულად შეავსონ პროფილი და 15 ივლისის ჩათვლით ატვირთონ საფეხბურთო ვიდეო ჰეშთეგით #sCoolApp.კონკურსში მონაწილეობის მიღება 6-დან 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. მონაწილეებმა უნდა ატვირთონ ორიგინალური ვიდეო, რომელიც მათ მიერ არის გადაღებული და რეალურ საფეხბურთო მომენტებს ასახავს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ როგორც ვარჯიშისა და ტექნიკის ამსახველი კადრები, ისე თამაშის გამორჩეული ეპიზოდები - ეფექტური ფინტები, დრიბლინგები, შთამბეჭდავი გოლები თუ მეკარის დასამახსოვრებელი სეივები.ფინალისტების შერჩევისას ჟიური ვიდეოებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასებს, მათ შორის: საფეხბურთო უნარები, კრეატიულობა, ვიდეოში გადმოცემული ემოცია, გამარჯვების ჟინი და ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი.შესარჩევი პროცესი რამდენიმე ეტაპად გაიმართება. 16-20 ივლისს ჟიური ატვირთულ ვიდეოებს შეაფასებს და 10 ფინალისტს გამოავლენს. 21 ივლისიდან კი GUPSPORT-ის პლატფორმაზე ხმის მიცემა დაიწყება, სადაც გამარჯვებულს მომხმარებლები გამოავლენენ.დაჯილდოების ცერემონია 1 აგვისტოს გაიმართება, სადაც გამარჯვებულს მთავარი პრიზი, Sony PlayStation 5 გადაეცემა.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონკურსში ჩასართავად ეწვიეთ GUPSPORT-ის აპლიკაციას.GUPSPORT არის სპორტის ტალანტების ქსელი - ინოვაციური პლატფორმა, რომელიც სპორტსმენებს კარიერულ განვითარებაში ეხმარება. ეს არის სივრცე, სადაც ტალანტების აღმოჩენა და შერჩევა მონაცემებზეა დაფუძნებული და არა გეოგრაფიულ საზღვრებზე ან პირად კონტაქტებზე.გაპსპორტზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი სპორტული პასპორტი - ვერიფიცირებული პროფილი, სადაც გროვდება მათი სტატისტიკა, ვიდეოები, განვითარების დინამიკა და მიღწევები. ამ ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია როგორც კონკრეტულ პროფესიონალებთან - სკაუტებთან, აგენტებთან და კლუბებთან, ისე უფრო ფართო აუდიტორიასთან, მათ შორის გულშემატკივრებთან.(R)
1782375095
წევრი ქვეყნების მთავრობებისთვის გაგზავნილი სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდება, დედაქალაქებმა თავად უნდა შეარჩიონ აკრედიტაციის კანდიდატები. მთავარი მოთხოვნაა, რომ ინფლუენსერებს არ ჰქონდეთ გამოქვეყნებული აზრი ბლოკის იდეების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ მსხვილ ბრენდებთან გრძელვადიანი კომერციული კოლაბორაცია, არ უნდა ეკავოთ პოლიტიკური თანამდებობა და არც პოლიტიკური კარიერისკენ უნდა ისწრაფვოდნენ. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობისთვის ისინი ანაზღაურებას არ მიიღებენ.ამ ინიციატივას ევროპულ ინსტიტუტებში მომუშავე აკრედიტებული ჟურნალისტების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.საერთაშორისო პრესის ასოციაციამ (IPA) სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინფლუენსერების დაშვება საფრთხეს უქმნის რეპორტიორების მუშაობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პროფესიულ ეთიკას.„ტიკტოკსა და ინსტაგრამზე ნახვები შესანიშნავია, მაგრამ ინფლუენსერებს არავინ სთხოვს იმის გაჟღერებას, თუ ვინ უხდის მათ ფულს. ჟურნალისტებისგან განსხვავებით, მათგან არავინ ელის ნეიტრალურობას ან ეთიკის სტანდარტების დაცვას“, - აცხადებენ ასოციაციაში.ჟურნალისტების დასამშვიდებლად ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერმა განმარტა, რომ კონტენტის შემქმნელებს მედიის წარმომადგენლებად არ განიხილავენ. ისინი შენობაში ყოფნისას მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და არ ექნებათ წვდომა იმ ექსკლუზიურ სივრცეებსა თუ პრესკონფერენციებზე, რომლებიც ტრადიციული მედიისთვისაა განკუთვნილი.
1782374689
საელჩოს განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას. კერძოდ, პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ ვაჭრობას უფრო უსაფრთხოსა და ეფექტიანს გახდის.მიმდინარე პროექტი DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებაა.აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, კორპორაციამ ჯერ კიდევ 2020 წელს, ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის $50 მლნ-ის ოდენობის სესხი გამოყო.ცნობისთვის, DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა. მისი საქმიანობა მიმართულია ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარი ეკონომიკური შედეგების უზრუნველყოფაზე, პარალელურად კი, იგი ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
1782371552
ეპიცენტრში ბიძგების ინტენსივობა შეფასებულია როგორც „დამანგრეველი“.თუმცა, თავდაპირველად გამოცხადებული ცუნამის საფრთხე რამდენიმე წუთში მოიხსნა. ადგილობრივ მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებენ და შესაძლო აფტერშოკების (განმეორებითი ბიძგების) შესახებ აფრთხილებენ.იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიტის კანცელარიაში უკვე აამოქმედა საგანგებო შტაბი, რომელიც მიწისძვრისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და აანალიზებს.ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ენერგეტიკული კომპანიები ამჟამად ამოწმებენ, ხომ არ გამოიწვია სტიქიურმა დარტყმამ რაიმე სახის გაუმართაობა ან საგანგებო სიტუაცია რეგიონში არსებულ ატომურ ობიექტებზე. pic.twitter.com/MbITlQ6bIR — Новости (@gulnarazeynal) June 25, 2026
1782371146
ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ს და თიბისის ერთობლივი პროექტია, აერთიანებს მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, აძლევს მათ ცოდნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გამოცდილებას. თუ აქამდე საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ მოსწავლეთა შედარებით მცირე ნაწილს ჰქონდა, ჰაბი ამ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემას მთელი საქართველოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომს ხდის.გაიცანით ცოტნე ტაბიძე, რომლის ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თვითრწმენამ, ინტერესმა, შრომამ და გარემოს მხარდაჭერამ საერთაშორისო წარმატებამდე მიიყვანოს ახალგაზრდა ადამიანი.ცოტნეს ისტორია ბავშვობაში მათემატიკისადმი ინტერესით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, ანდრია რაზმაძის სახ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლისას პროგრამირებით გატაცებაში გადაიზარდა. ეროვნულ ოლიმპიადებზე არაერთი წარმატების შემდეგ, მეცხრე კლასში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და საერთო ჯამში, ინფორმატიკის და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოთხი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა (აქედან 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ინფორმატიკაში). განსაკუთრებული მნიშვნელობა 2010 წელს მოპოვებულ ოქროს მედალს ჰქონდა, რადგან ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი ოქრო იყო.„როცა წლების განმავლობაში რთულ ამოცანებზე მუშაობ, მარცხდები, თავიდან ცდილობ, ნელ-ნელა უმჯობესდები და ბოლოს შედეგს აღწევ, გიყალიბდება თვითრწმენა, რომ საკმარისი მონდომებით და დისციპლინით ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია“ - ცოტნე ტაბიძე.საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებებმა ცოტნეს გზა გაუხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლა MIT-ში განაგრძო. დღეს ის აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან ტექ კომპანიაში მუშაობს. ცოტნეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდი ძალა აქვს განათლებას, შრომასა და შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას.ტექ ოლიმპიადების ჰაბის მისიაც სწორედ ესაა - მისცეს მსგავსი შესაძლებლობები საქართველოს უფრო მეტ მოსწავლეს ქვეყნის ყველა რეგიონში. ცოტნე თავის გზავნილშიც მომავალ ოლიმპიელებს ეუბნება: „არ შეგეშინდეთ და არ იფიქროთ, თითქოს ეს მხოლოდ ვიღაც ‘განსაკუთრებულად ჭკვიანი’ ბავშვებისთვისაა“.დიდი წარმატებები ხშირად ინტერესით, აღმოჩენილი შესაძლებლობითა და საკუთარ თავში რწმენით იწყება. რადგან დასაწყისში შესაძლოა რთულად ჩანდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დაჯერებაა - რომ მონდომებით, ცოდნითა, შეუპოვრობით და გამბედაობით შეუძლებელიც შესაძლებელია.(R)
1782369758
ხუთშაბათს დილის მდგომარეობით, ზარალის ზუსტი მასშტაბები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ერთ-ერთი ბიძგი ბოლო საუკუნის განმავლობაში ვენესუელაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.ქვეყნის პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ტელევიზიით გამოსვლისას დაზარალებულთა პირველადი რიცხვი დაასახელა და აღნიშნა, რომ მონაცემები კვლავ დაზუსტდება, რადგან მათში ჯერ არ არის ასახული დედაქალაქ კარაკასის მახლობლად მდებარე ქალაქი ლა გუაირა, სადაც ათობით საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია თავად კარაკასშიც, რის გამოც შეშინებულმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები დატოვა და ქუჩაში გამოვიდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტმა სამედიცინო პერსონალს მობილიზაციისკენ და დაშავებულთა დაუყოვნებლივ დახმარებისკენ მოუწოდა.აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში (USGS) მომხდარს „დამანგრეველი“ უწოდეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში, ჩანს კარაკასის ჩრდილოეთით მდებარე მთლიანად დანგრეული სასტუმრო და სიმონ ბოლივარის საერთაშორისო აეროპორტში შეშინებული მგზავრები, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.ამერიკული სეისმოლოგიური ცენტრების ცნობით, პირველი, მაგნიტუდით 7.2 მიწისძვრა ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათის შემდეგ დაფიქსირდა, რასაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში კიდევ უფრო ძლიერი - მაგნიტუდით 7.5 მიწისძვრა მოჰყვა. ეს 1900 წლის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური მიწისძვრაა. სტიქიის ეპიცენტრი კარაკასის დასავლეთით, იარაკუის შტატის ქალაქ სან ფელიპესთან (220 000 მცხოვრები) მდებარეობდა.ეს სტიქია ვენესუელისთვის მორიგი მძიმე დარტყმაა ბოლო დროის პოლიტიკური რყევების შემდეგ.შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის სამხედრო ძალებმა თანამდებობიდან გადააყენეს და დააკავეს ქვეყნის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო, რომლის მმართველობაც ეკონომიკურ კოლაფსთან და ავტორიტარიზმთან ასოცირდებოდა. მას შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ კონტროლი დაამყარა ვენესუელას ნავთობის სექტორზე, რის გამოც ქვეყანა ფაქტობრივად ვაშინგტონზე დამოკიდებული გახდა. შედეგად, ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების ბუმი დაიწყო და ვენესუელამ უარი თქვა თავის ძველ მოკავშირეებთან - კუბასთან, ირანთან და რუსეთთან თანამშრომლობაზე.დამატებითი დეტალები კატასტროფის შესახებ: ნგრევის მიზეზები: სპეციალისტების განმარტებით, სტიქიის ზონაში შენობების უმეტესობა არარკინაბეტონის აგურითა და ტალახის ბლოკებით (ალიზით) არის ნაშენი, რაც მათ მიწისძვრების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. საერთაშორისო დახმარება: ვენესუელაში მაშველთა პირველი ჯგუფები ხუთშაბათს დილიდან ჩავლენ. ქვეყანას დახმარებას უწევენ აშშ, მექსიკა, სალვადორი, კატარი და დომინიკელთა რესპუბლიკა. მხარდაჭერა მზადყოფნა გამოთქვეს ჩინეთმა და ბრაზილიამაც. ისტორიული პარალელი: მომხდარმა მოსახლეობას მყისიერად გაახსენა 1967 წლის ტრაგედია, როდესაც დედაქალაქში მიწისძვრამ 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
1782367200
გილაურს 2025 წელს გაწეული შრომისთვის აქციებით ანაზღაურების მეორე პაკეტ...
1781265104
თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
1781248846
რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა
1781260985
სავალუტოს მოთოკვა ლარის სესხსაც აძვირებს
1781605300
სსფ: 2026-ში საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება
1781165501