თბილისი (GBC) –  ყაზახეთი, ჩინეთი და ბელარუსი ერთობლივი ლოგისტიკური სერვისების განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

„ყაზახური სს "KTZ Express", ჩინური კომპანია "Xi’an Free Trade Port Construction and Operation Co., Ltd". და ბელარუსული "იუნიონვეი" ერთობლივი ლოგისტიკური სერვისების განვითარებაზე შეთანხმდნენ და მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 25 ივნისს შანხაიში გაფორმდა საერთაშორისო გამოფენის Transport logistic China 2024 ფარგლებში“, – ნათქვამია უწყების პრეს–რელიზში.

კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ბელარუსში, სადგურ სვისლოჩზე ლოგისტიკური ტერმინალის აშენებაზე, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით მიმართულებით გადასაზიდ ტვირთებს დაამუშავებს და გადაანაწილებს.