თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც, მისივე თქმით, წარმატებით ხორციელდება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ყველა, ექვსივე გვირაბის მშენებლობა.

„განხორციელდა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის პროექტი, რომლის სიგრძე არის 8 კილომეტრზე მეტი. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 95 პროცენტი. მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა სარკინიგზო გადაზიდვები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.