თბილისი (GBC) – ამერიკულმა მწარმოებელმა The Coca-Cola Company, რომელმაც 2022 წელს რუსული ბაზრიდან თავისი ბრენდები Coca-Cola, Sprite და Fanta გაიტანა, აპრილში რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურს (როსპატენტი) სამი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ რუსული მედია როსპატენტის ბაზაზე დაყრდნობით წერს.

The Coca-Cola Company–მ რუსეთში საქმიანი აქტივობა 2022 წლის მარტში შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. თუმცა მაშინ კომპანიაში არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რა ზომებს ითვალისწინებდა ეს გადაწყვეტილება. Coca-Cola–ს მემკვიდრე რუსულმა ბრენდმა „დობრი“ ქვეყნის ბაზარზე გაყიდვებით მეორე ადგილი დაიკავა.