თბილისი (GBC) – ბიტკოინის ფასი ოთხშაბათის ვაჭრობებზე 4,94%–ით არის გაზრდილი და ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში მისი ფასი $59 122,9–ს შეადგენს.
ეტალონური კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 7 დღეში თითქმის 14%–ით არის გაზრდილი.
ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ მომენტისთვის $1,15 ტრილიონს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მთლიანი კრიპტობაზრის კაპიტალიზაციის ნახევარზე მეტია ($2,19 ტრლნ).