თბილისი (GBC) – ბიტკოინის ფასი კრიპტობირჟაზე Binance 5 დეკემბერს $100 ათასს ასცდა.
სავაჭრო პლატფორმის მონაცემებით, ბიტკოინმა ისტორიული ზღვარი გამთენიისას გადალახა და დილის 8 საათისთვის მისი ფასი $104 ათასს შეადგენდა.
ბიტკოინის ფასის მკვეთრი ზრდა აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დაიწყო.
ტრამპი მანამდე აცხადებდა, რომ შეერთებულ შტატებს „პლანეტის კრიპტო დედაქალაქად“ აქცევს.