თბილისი (GBC) - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართულ “ენერგოუსაფრთხოების მომავლის შესახებ” სამიტზე განაცხადა, რომ "ევროკომისია რუსული ენერგორესურსების სრულიად მიტოვების გეგმას წარმოადგენს".

ფონ დერ ლაიენის თქმით, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ 2027 წლისთვის უარს იტყვის რუსულ ენერგორესურსებზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა რუსული გაზი ევროკავშირის იმპორტის 18%-ს იკავებს.

ნავთობის მხრივ ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი ათჯერ შეამცირა, ხოლო რუსული ნახშირის იმპორტი ნულამდე დაიყვანა.

„რუსული გაზის წილი 45%-დან, 18%-მდე შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ყველა სახის რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად ნულამდე დაყვანის გეგმა ორ კვირაში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის დენ იორგენსენის მიერ იქნება წარდგენილი.

„ორ კვირაში დენ იორგენსენი წარადგენს ყველა სახის რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის დეტალურ გეგმას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.