თბილისი (GBC) - ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ხსნის შესაძლებლობებს მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მაგრამ რისკებსაც შეიცავს.
„ასადის სასტიკი დიქტატურა ჩამოიშალა. ეს ისტორიული ცვლილება რეგიონში იძლევა შესაძლებლობებს, მაგრამ რისკებსაც შეიცავს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.
მისი თქმით, ევროპა მზადაა მხარი დაუჭიროს ეროვნული ერთიანობის დაცვას და სირიის სახელმწიფოს აღდგენას, სადაც უმცირესობების უფლებები დაცული იქნება.
„ვთანამშრომლობთ ევროპულ და რეგიონულ ლიდერებთან და ვაკვირდებით მოვლენებს“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
The cruel Assad dictatorship has collapsed.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 8, 2024
This historic change in the region offers opportunities but is not without risks.
Europe is ready to support safeguarding national unity and rebuilding a Syrian state that protects all minorities.
We are engaging with European and…