თბილისი (GBC) – Forex–ის საერთაშორისო ბაზარზე სამშაბათის ონლაინ–ვაჭრობაზე თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დავარდა.

Forex–ის მაჩვენებლების თანახმად, სამშაბათს დილით დოლარის ფასი 20,3 ლირას ასცდა. დღისით ლირას გაუფასურებამ 6,5% შეადგინა და $1 19,85 ლირა ღირს.

ანალიტიკოსები მომხდარს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებას უკავშირებენ.