თბილისი (GBC) – ყაზახური ფინტექ კომპანიის Kaspi.kz წმინდა მოგება 2023 წელს 44%–ით გაიზარდა 849 მლრდ ტენგემდე (თითქმის 5 მლრდ ლარი) გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ ორშაბათს გავრცელებულ პრეს–რელიზშია ნათქვამი.
კომპანიის მთლიანი შემოსავალი კი 51%–ით არის გაზრდილი 1,9 ტრლნ ტენგემდე (11 მლრდ ლარი).
გასული წლის მეოთხე კვარტალის შედეგების მიხედვით, კომპანიის დირექტორთა საბჭომ, რომელსაც ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, აქციონერების თანხმობით, თითოეულ აქციაზე 850 ტენგე (5 ლარი) დაამტკიცა დივიდენდის სახით.
კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ გერმანიაში დალისტულ აქციებს 25 მარტამდე გადაიტანენ ლონდონის ბირჟაზე.
წელს, იანვარში, Kaspi–ს აქციონერებმა ამერიკულ ბირჟაზე Nasdaq $1,04 მლრდ–ის ფასიანი ქაღალდები განათავსეს.