თბილისი (GBC) – ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ალეკსეი დედოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელიც რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ენერგეტიკული ხიდის შექმნას გულისხმობს.
„კიდევ ერთი პროექტი – ეს არის ენერგოხიდის შექმნა: რუსეთი–სამხრეთ კავკასია–ირანი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის გაცვლას და ტრანსპორტირებას რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ირანს შორის პიკური დატვირთვების პერიოდებში“, – თქვა რუსმა დიპლომატმა.
ელჩის თქმით მოსკოვი და თეირანი უკვე შეუდგნენ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.