თბილისი (GBC) – Nasdaq–მა ორშაბათის ვაჭრობა, 18 დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დიდი დღიური საპროცენტო დანაკარგით დახურა. ამის მიზეზი დაბალი ფასის მქონე ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელი DeepSeek გახდა, რომელმაც ჩიპების ამერიკული მწარმოებლების აქციების გაყიდვები დააჩქარა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

ორშაბათის ვაჭრობებზე Dow Jones–ის ინდექსი 0,65%–იანი ზრდით დაიხურა და 44 713,44 პუნქტი შეადგინა, S&P 500 – 1,46%–ით დავარდა, მაშინ როცა Nasdaq–მა 3,07% იზარალა და 19 341,834 პუნქტამდე დაეცა.

ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერი Nvidia–ს აქციები 17%–ით გაუფასურდა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება $593 მლრდ–ით შეამცირა – LSEG–ის მონაცემებით, ეს კაპიტალიზაციის ყველაზე დიდი დღიური ვარდნაა უოლ–სტრიტის ისტორიაში და ორჯერ აღემატება ამავე კომპანიის წინა რეკორდულ დღიურ ვარდნას, რაც 2024 წლის სექტემბერში მოხდა.