TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგ...
რობინ პეიჯის
ხელმძღვანელობით
„ბენტლის“ დიზაინის
გუნდმა ქრიუს ცენტრში
შექმნა ელეგანტური SUV,
რომელიც ბრენდის დიზაინში
ახალ ეტაპს გვთავაზობს,
თუმცა, ამავდროულად,
„ბენტლის“ დამახასიათებელ
სტილსა და მემკვიდრეობას
ერთგულად
ინარჩუნებს.რობინ პეიჯი,
„ბენტლის“ დიზაინის
დირექტორი: „ახალ მოდელზე
მუშაობისას
ვითვალისწინებთ იმას, თუ
როგორ აღვიქვამთ
ადამიანები ობიექტს
ბუნებრივად. არსებობს
გარკვეული იერარქია იმისა,
რასაც პირველად ვხედავთ და
შემდეგ ვაცნობიერებთ. ამ
პრინციპს აღქმის ოთხ ეტაპს
ვუწოდებთ“.ავტომობილის
პროპორციები მალევე
მიგახვედრებთ, რას ნიშნავს
„ბენტლის“ მემკვიდრეობა:
თვლების გრძელი ბაზა, მოკლე
განაკიდები და სიამაყის
გამომხატველი წინა მხარე
Torcal-ს მძლავრ იერსა და თამამ
ელეგანტურობას ანიჭებს.
დიზაინში „ბენტლის“
საკულტო მოდელების,
განსაკუთრებით Continental GT-ს,
ელემენტებსაც აღმოაჩენთ.
განათების ინოვაციური
ტექნოლოგიებითა და
ალმასების დიზაინში
გადაწყვეტილი ცხაურით
ავტომობილის სახე სრულიად
ახლებურადაა
ინტერპრეტირებული, უკანა
მხარეს კი დახვეწილი
მინიმალიზმი
გამოარჩევს.დიზაინის
მესამე ასპექტი
ავტომობილის მთლიანი
ფორმაა - Torcal ნებისმიერი
პერსპექტივიდან
ელეგანტურად გამოიყურება.
დიზაინზე მომუშავე ჯგუფმა
უარი თქვა ზედმეტ,
არასაჭირო ხაზებზე და
ავტომობილს ემოციური და
მკაფიო გარეგნობა მიანიჭა.
მეოთხე ასპექტი კი ხელით
შესრულების ბრიტანული,
ნატიფი
ხელოვნებაა.ამგვარი
ფილოსოფია ინტერიერშიც
გრძელდება. ხელსაწყოთა
პანელი „ბენტლის“ ფრთების
შთაგონებითაა შექმნილი და
დიზაინის ელემენტების
სიმეტრიულობით
გამოირჩევა. ზედაპირებზე
შეხვდებით ავთენტიკურ
მასალებს - ტყავს, შალსა და
ალუმინს. ცენტრალურ
კონსოლსა და საჭეზე
შენარჩუნებულია ფიზიკური
ელემენტებიც, რათა
ავტომობილის მართვისას
უსაფრთხოების პრინციპები
არ დაირღვეს.Torcal-ის
სავარძლები 16 მიმართულებით
რეგულირდება და
აღჭურვილია გათბობით,
გაგრილებით, გვერდითი
რეგულირებადი
მხარდაჭერითა და მასაჟის
ახალი ფუნქციებით.
დამატებით ხელმისაწვდომია
Postural Adjust და სავარძლების
ავტომატური კლიმატიზება.
Wellness Seat Specification-ის შემთხვევაში
მასაჟის ფუნქცია არა
მხოლოდ საზურგეზე, არამედ
მთელ სავარძელზე
ვრცელდება.გაყიდვების
საწყის ეტაპზე Bentley
Torcal-ისთვის ხელმისაწვდომია
დისკების 5 დიზაინი.
საბაზისო მოდელში
სერიულად გვხვდება
21-დუიმიანი დისკები, S-Modell-ს კი
22-დუიმიანი დისკები აქვს.
დამატებით ხელმისაწვდომია
22-დუიმიანი დისკების კიდევ 3
ვარიანტი, რომელთაგან ერთი
აეროდინამიკას
ემსახურება. Torcal ასევე
პირველი „ბენტლია“,
რომელმაც ბრენდის
განახლებული ემბლემა
მიიღო.სიმძლავრე და
ტრადიციების ერთგულებაTorcal
ბრენდის ისტორიაში
პირველი ელექტრომობილია
და 888 ცხენის ძალამდე
სიმძლავრესა და
1350-ნიუტონმეტრიან მაბრუნ
მომენტს ავითარებს - ეს
უკანასკნელი „ბენტლის“
ისტორიაში ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია. ასეთი
შესაძლებლობებით Bentley Torcal-ს 100
კმ/სთ-მდე აჩქარება 2,9 წამში
შეუძლია.ავტომობილი
აღჭურვილია ორი
უმძლავრესი, მუდმივი
მაგნიტის სინქრონული
ძრავით. წინა აგრეგატს ღია
დიფერენციალი აქვს, უკანა
მოტორი კი ბლოკირებადი
დიფერენციალითა და
მრავალდისკიანი
გადაბმულობითაა
აღჭურვილი.ელემენტის
გარანტია 10-წლიანია (ან 100 000
მილი). Torcal-ს ერთი დამუხტვით 600
კილომეტრამდე მანძილის
დაფარვის შესაძლებლობა
აქვს, 400-კილოვატიანი
დამუხტვის სიმძლავრით კი
10-დან 80 პროცენტამდე 20 წუთზე
ნაკლებ დროში იმუხტება. 161
კილომეტრისთვის საკმარისი
ენერგიის მიღება 7 წუთში
შეუძლია.ავტომობილი
აღჭურვილია უკანა ღერძის
მოხვევითაც - 5 გრადუსამდე,
რაც მობრუნების რადიუსს 11,1
მეტრამდე ამცირებს. ამით
Bentley Torcal არა მხოლოდ
კომფორტული და სოლიდური,
არამედ მაქსიმალურად
მოქნილი და მანევრულიცაა.
ის Bentley Flying Spur-ივით კომფორტული
და Continental GT Speed-ივით
დინამიკურია.Bentley Torcal-ში
ხელმისაწვდომია ორი
აუდიოსისტემა. პირველი
620-ვატიანია, 16 დინამიკით.
Naim-თან თანამშრომლობით
შექმნილი 1780-ვატიანი
აუდიოსისტემა 28 დინამიკით
მოიცავს სავარძელში
ჩაშენებულ ვიბრაციის
აქტუატორებს, თავის
მისაყრდნობებში ჩაშენებულ
დინამიკებსა და Dolby Atmos 7.1-ს.Bentley
Torcal ორი სხვადასხვა
კომპლექტაციითაა
ხელმისაწვდომი: საბაზისო
ვერსია და სპორტული
S-ვარიანტი. საბაზო მოდელის
სიმძლავრე 821 ცხენის ძალა და
1194-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი
მომენტია. ეს ვერსია 0-100
კმ/სთ-მდე 3,4 წამში ჩქარდება
და 250 კმ/სთ-ის განვითარება
შეუძლია. სპორტული S-ვერსია
გააქტიურებული Launch Control-ისას
888 ცხენის ძალას
გამოიმუშავებს და 1350 ნმ-ს
ავითარებს. მისი აჩქარება
0-100 კმ/სთ-მდე 2,9 წამია,
მაქსიმალური სიჩქარე კი - 260
კმ/სთ. მარტინ პეიჯი, Torcal-ის
წარმოების ხაზის
დირექტორი: „Bentley Torcal სრულიად
ახალი და უნიკალურია. მისი
შექმნისას უდიდესი
ყურადღება დაეთმო
„ბენტლის” ტრადიციების
შენარჩუნებასა და
ტექნოლოგიას, რომელიც
მძღოლს ეხმარება, მაგრამ
მის ნაცვლად
გადაწყვეტილებებს არ
იღებს. Torcal-ში გამორჩეული
ფუფუნება და შთამბეჭდავი
სიმძლავრე ერთიანდება და
ავტომობილის მართვის
გამოცდილება სრულიად ახალ
დონეზეა
აყვანილი“.„ბენტლის“
ოფიციალური
წარმომადგენელი
საქართველოში Tegeta Cars-ში
შემავალი Bentley Centre Tbilisi-ა.
საქართველოში „ბენტლი“ Torcal
აპრილიდან იქნება
ხელმისაწვდომი. ახალი
მოდელის სასურველი
კონფიგურაციით
დაკომპლექტება უკვე
შესაძლებელია მისამართზე:
აღმაშენებლის ხეივანი
129.--„თეგეტა ჰოლდინგის“
ერთ-ერთ მიმართულებაში,
„თეგეტა ქარსში“ შემავალი
Bentley Centre Tbilisi ლეგენდარული
ბრიტანული ბრენდის
პრემიუმ ავტომობილების
ოფიციალური
წარმომადგენელია
საქართველოში 2024 წლიდან. Bentley
Centre Tbilisi-ს შოურუმში
მომხმარებლებს
შესაძლებლობა აქვთ,
შეიძინონ ყველაზე
მოთხოვნადი მოდელები,
ადგილზე შეარჩიონ
აქსესუარები,
კონფიგურაციის საშუალებით
ააწყონ სასურველი
კომპლექტაცია და შექმნან
პერსონალიზებული მოდელი.
1790859731