თბილისი (GBC) – გლობალურ ბაზრებზე ეტალონური მარკების ნავთობის ფასები ორშაბათის ვაჭრობებზე, თბილისის დროით 09:20 საათისთვის, პარასკევის რეკორდული მაჩვენებლიდან (Brent - $91,75/ბარელი) საშუალოდ 1,43%–ით მცირდება.
ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში Brent–ის მარკის ნავთობის ფასი 1,45%–ით არის გაიაფებული და ბარელი $89,86 ღირს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI ფასი, მაისში მიწოდების პირობით, 1,4%–ს კარგავს – $85,69–მდე ბარელზე.