თბილისი (GBC) – ორშაბათის ვაჭრობაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე, ივნისში მიწოდების პირობით, 2021 წლის 12 აპრილის შემდეგ პირველად, ბარელზე $63–მდეა დავარდნილი.

ბირჟის მონაცემების თანახმად, თბილისის დროით 12:00 საათისთვის აღნიშნული მარკის ნავთობის ფასი 4,36%–ით იყო დაცემული და ბარელი $62,72 ღირდა.

Brent-მა ვარდნა 3 აპრილს დაიწყო. „შავი ოქროს“ გაუფასურების მთავარ მიზეზად ნავთობზე მოთხოვნის შენელების მოლოდინი გახდა, რაც, თავის მხრივ, აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მთელი მსოფლიოსთვის სავაჭრო ომის გამოცხადებამ განაპირობა.

ნავთობის გაუფასურებას JPEC+-მაც უბიძგა თავისი გადაწყვეტილებით, კარტელის წევრ ქვეყნებს მაისში ნავთობმოპოვების დღე–ღამეში 411 ათასი ბარელით გაზრდის შესახებ.