თბილისი (GBC) – Forex–ზე დოლარის კურსი რუსულ რუბლთან წყვილში 27 ნოემბერს 3,78%–ით გაიზარდა და ფასმა, თბილისის დროით 14:00 საათისთვის, 109,5 რუბლი შეადგინა.

რუბლი რუსეთის ბანკთაშორის ბირჟაზეც 3,78%–ით გაუფასურდა.

რუბლი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების მომენტიდან.