თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა ყარაბაღიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის დაწყება. მანამდე ამის შესახებ სომხური და აზერბაიჯანული მედია წერდა.

„კი, ეს ნამდვილად ასეა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, თუმცა სხვა დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.

რუსეთის სამშვიდობო ძალები ყარაბაღში 202 წლის 19 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფებოდნენ, რომელსაც ხელს რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი აწერდნენ. ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთის სამშვიდობოები რეგიონში 2025 წლამდე უნდა დარჩენილიყვნენ.