თბილისში ერთ თვეში 3 627 ბინა გაიყიდა
2025 წლის ნოემბერში, "თიბისი
კაპიტალის" ანალიზით,
გასაყიდი ფასი კვადრატულ
მეტრზე $1,342-ს გაუტოლდა და
წლიურ ჭრილში 4%-ით გაიზარდა,
ხოლო წინა თვესთან
შედარებით -0.4%-ით
შემცირდა. ამავე თვეში,
ბაზრის მოცულობამ $316
მილიონი შეადგინა (+5% წ/წ).2025
წლის ნოემბერში,
გასაქირავებელი ფასი
კვადრატულ მეტრზე $10.1-ს
გაუტოლდა და გასული წლის
ნოემბერთან შედარებით 12%-ით
შემცირდა.ამონაგებს რაც
შეეხება, "თიბისი კაპიტალი"
წერს, რომ მაჩვენებელი 8.3%-ს
გაუტოლდა და 2024 წლის
შესაბამის თვესთან
შედარებით 1.4 პ.პ.-ით
შემცირდა. 2025 წლის
ნოემბერში, თბილისში, ახალი
გაყიდული ბინების
რაოდენობა წლიურად 35%-ით
შემცირდა და 553-ს გაუტოლდა.
ძველი გაყიდული ბინების
რაოდენობამ 3,074 შეადგინა,
რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა.
ახალი ბინების წილი
ჯამურად გაყიდული ბინების
რაოდენობაში 15%-ს
გაუტოლდა."თიბისი კაპიტალი"
წერს იმასაც, რომ 2025 წლის
ნოემბერში, გაყიდული
ბინების უდიდესი წილი,
კვლავ 50-დან 75 კვ.მ.-მდე
ფართობის მქონე ბინებმა
დაიკავა. მათი წილი გასული
წლის ნოემბერთან
შედარებით, 5 პ.პ.-ით
გაიზარდა და მთლიანი
გაყიდვების 47%-ს გაუტოლდა,
რაც შეეხება 75-დან 125 კვ.მ.-მდე
ბინებს, წილი წლიურად 2
პ.პ.-ით, 19%-მდე
შემცირდა.125-კვ.მ-ზე მეტი
ფართის მქონე ბინებმა
ჯამური გაყიდვების
ყველაზე მცირე, 4%-იანი წილი
დაიკავა. ამასთან, 2025 წლის
ნოემბერში, კვადრატულ
მეტრზე $1,200-1,500-ის საფასო
კატეგორიის ბინებმა
გაყიდული ბინების უდიდესი
წილი დაიკავა, ხოლო 2024
ნოემბერში ყველაზე დიდ
წილს კვადრატულ მეტრზე
$900-1,200-ის საფასო კატეგორიის
ბინები იკავებდა. უფრო
მაღალ საფასო კატეგორიებს,
$1,500-1,800 და $1,800-ის საფასო
წილები. წლიურ ჭრილში
შესაბამისად 3 და 4 პ.პ.-ით
გაიზარდა. "თიბისი
კაპიტალის" კვლევის
მიხედვით, 2025 წლის
ნოემბერში ყველაზე მეტი
ტრანზაქცია კვლავ დიდ
დიღომში დაფიქსირდა.
გაყიდული ბინების
რაოდენობის მიხედვით
სამგორში ყველაზე მაღალი
წლიური ზრდა (45%, წ/წ),
დაფიქსირდა, რომელსაც
მოჰყვებოდა კრწანისი (42%,
წ/წ). ყველაზე პატარა წლიური
ზრდა ფიქსირდება
ჩუღურეთში. ყველაზე მაღალი
საშუალო გასაყიდი ფასი
მთაწმინდისა და ვაკეშია.
საშუალო გასაყიდ ფასში
ყველაზე მაღალი წლიური
ზრდა ნაძალადევში
დაფიქსირდა (+11%, წ/წ).