ტარიფები ელექტროენერგიასა და გაზზე უცვლელი კიდევ 3 თვით დარჩება
ნარმანიამ ასევე
განაცხადა, რომ "ენერგო-პრო
ჯორჯიამ", შესაძლოა, 5-წლიან
საინვესტიციო გეგმას
გადახედოს და
დააკორექტიროს.ნარმანიამ
სემეკის სხდომის შემდეგ
ჟურნალისტებთან განმარტა,
რომ პარასკევს მათ
კომპანიისგან მიიღეს
ცნობა იმის თაობაზე, რომ
შესაძლოა საინვესტიციო
გეგმა დააკორექტირონ,
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი
მიზეზი, რის გამოც
მარეგულირებელმა დენის
არსებული ტარიფების 3 თვით
გახანგრძლივების
გადაწყვეტილება
მიიღო.დავით ნარმანიას
თქმით, გარდა აღნიშნული
ფაქტორისა, ტარიფების
განახლების
გადაწყვეტილება გადავადდა
ენერგეტიკის ბალანსის
დაზუსტების და
მთავრობასთან
კონსულტაციის
მიზეზით.„სამომხმარებლო
ტარიფები შედგება ორი
კომპონენტისგან. ერთი, ეს
არის ელექტროენერგიის
განაწილების ტარიფი და
თვითონ უშუალოდ ენერგიის
ტარიფი. ამ ყველაფერს
საფუძვლად დაედო ის, რომ
დაზუსტდება სხვადასხვა
გენერაციის ობიექტების
მიერ მომდევნო პერიოდში
მისაღები ენერგიის
მოცულობები, შესაბამისი
ღირებულებები, ამიტომაც
უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო
კომისია შემდგომ
გაანგარიშებაში, რა თქმა
უნდა, მნიშვნელოვანია რომ
ეს პარამეტრები მივიღოთ
ჩვენ დაზუსტებული ფორმით.
ასევე კომპანია
„ენერგო-პროს“ ნაწილში
საუბარი იყო იმასთან
დაკავშირებით, რომ
შესაძლოა, მცირედით
დაკორექტირდეს მათი
წარმოდგენილი
საინვესტიციო გეგმა.
ამიტომ ამ მოცემულობებზე
დაყრდნობით, ჩვენ
გამოვიყენეთ, პარალელურად,
ჩვენთვის მინიჭებული
უფლებამოსილება და
დავტოვეთ დროებით, სამი
თვის ვადით, არსებული
ტარიფები უცვლელი.სამი
თვის მერე რა პროცედურები
იქნება, ამასთან
დაკავშირებით თქვენ
იქნებით პერიოდულად
საქმის კურსში, რადგან
კომპანიები დააზუსტებენ
ცალკეულ მონაცემებს,
დაზუსტდება ბალანსიც,
შესაბამისად, კომისია
ყოველთვის
იხელმძღვანელებს იმ
მეთოდოლოგიით, რომლითაც
ითვლის ტარიფებს და რომლის
საფუძველზეც იქნება
დაანგარიშებულ ტარიფები“, -
განაცხადა დავით
ნარმანიამ.ინფორმაციისთვის,
თბილისში მცხოვრები
აბონენტები, რომლებიც
ყოველთვიურად 0-დან 101
კილოვატამდე
ელექტროენერგიას
მოიხმარენ ერთ კილოვატში
15,041 თეთრს იხდიან.101-301
კილოვატ საათის ჩათვლით
მომხმარებლებისთვის
ტარიფი 19.053 თეთრია, ხოლო 301
კილოვატზე მეტი
ელექტროენერგიის
მომხმარებლებისთვის
ტარიფი 23.537
თეთრი.რეგიონების რაც
შეეხება: "ეპ ჯორჯიას“
მომხმარებლებს, ის
აბონენტები, რომლებიც 0-დან
101 კილოვატამდე
ელექტროენერგიას
მოიხმარენ, ტარიფი 14.731 თეთრს
შეადგენს. 101-301 კილოვატ
საათის ჩათვლით
მომხმარებლებისთვის
ტარიფი 18.708 თეთრი, ხოლო 301
კილოვატზე მეტი
ელექტროენერგიის
მომხმარებლები ერთ
კილოვატში 23.227 თეთრს
იხდიან.ამ დროისთვის
ბუნებრივი აირის
სამომხმარებლო ტარიფები
თბილისსა და რეგიონებში
ასე გამოიყურება:
„თბილისის ენერჯი“ - კუბური
მეტრის ფასი 53.971 თეთრი;
„სოკარ ჯორჯია გაზი“ -
კუბური მეტრის ფასი 56.928
თეთრი; „საქორგგაზი“ -
კუბური მეტრის ფასი 56.990
თეთრი; „თელავგაზი“ -
კუბური მეტრის ფასი 58.863 და
ა.შ.
1767007853