თბილისი (GBC) – სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა თურქეთის ქალაქ სტამბოლში სამშაბათს საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარში. ამის შესახებ გაზეთი Hürriyet წერს.

სტამბოლის მერმა ეკრემ იმამოღლუმ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, თქვა, რომ კორპუსის სარდაფში ღამის კლუბი იყო განთავსებული.

სტამბოლის შიშლის რაიონში 16–სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ღამის კლუბი ხანძარმა მოიცვა. კლუბი რამაზანის დღესასწაულების გამო დახურული იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის გაჩენამდე კლუბის სცენასთან აფეთქების ხმა გაისმა.

„ხანძრის მიზეზი ჯერ არ დადგენილა, პირველ სართულზე რემონტი მიმდინარეობდა, დაღუპულები მუშები და ხელოსნები არიან. ხელისუფლება გამოძიებას ატარებს“, – ნათქვამია პროვინციის გუბერნატორის დავუთ გიულის პრეს–რელიზში.