თბილისი (GBC) – აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უკრაინაზე, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე მომუშავე ათობით მოხელე სახლებში გაუშვა. ამის შესახებ Washington Post წერს.
გაზეთის მონაცემებით, ისინი გათავისუფლებული არიან სამსახურიდან და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ დაბრუნება, თუ ამას ხელმძღვანელები სთხოვენ. ეს გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ზოგიერთმა მოხელემ თეთრი სახლის კომპლექსის დატოვება ფიზიკურად ვერ შეძლეს, რადგან მათი ელექტრონული საშვები უკვე გაუქმებული იყო.
შედეგად, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, დეაქტივირებული საშვების მფლობელებისთვის ხელით გაეღოთ კარი.
შედეგად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს ახალი პრეზიდენტის დღის წესრიგის შესაბამისი პერსონალის მობილიზება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე პასუხისმგებელი ჩინოსნები პენტაგონიდანაც გაუშვეს.