თბილისი (GBC) – პირველი თურქული უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის Bayraktar KIZILELMA სერიულმა პროტოტიპმა საცდელი ფრენა წარმატებით შეასრულა, ნათქვამია თავდაცვითი კომპანიის Baykar მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ Bayraktar KIZILELMA–ს წარმოების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია დაგეგმილი. მორიგი გამოცდის დროს Bayraktar KIZILELMA PT-3 სასწავლო–საწვრთნელი ცენტრიდან Akıncı აფრინდა, რომელიც ტეკირდაგის პროვინციაში, თურქეთის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

უპილოტო ავიაგამანადგურებლის შემუშავება 2021 წელს დაიწყეს და პირველი თვითმფრინავი კონვეიერიდან 2022 წლის 14 ნოემბერს ჩამოვიდა. ამ თვითმფრინავით პირველი ფრენა 2022 წლის 14 დეკემბერს შესრულდა.