თბილისი (GBC) – ყაზახეთში დღეიდან, 27 იანვრიდან შევიდა ძალაში ქვეყანაში მიგრანტების შესვლის, დაყოვნების და რესპუბლიკიდან გასვლის შეცვლილი წესები. ამიერიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ყაზახეთში 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 90 დღე გაჩერება შეეძლებათ. ოღონდ, მეტალურგები და IT–სპეციალისტები მუდმივი ცხოვრების უფლებას გამარტივებული წესით მიიღებენ. 

kommersant.ru–ს ცნობით, ახალი წესები არ გავრცელდება იმ მიგრანტებზე, რომლებიც ქვეყანაში 27 იანვრამდე შევიდნენ. 2022 წელს ყაზახეთში ათობით ათასი რუსი დამკვიდრდა, წლის განმავლობაში რესპუბლიკის საზღვარი რუსეთის 2,9 მილიონმა მოქალაქემ გადაკვეთა.