
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 48.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -12.66% წინა კვირასთან შედარებით და -5.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.64 - 56.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 36.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -13.51% წინა კვირასთან შედარებით და -11.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 421 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.00 - 43.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 153 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.98% წინა კვირასთან შედარებით და -7.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 314 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.44 - 15.76 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 76 ათასი აქცია შეადგინა.
18 წუთის წინ

მათ შორის: საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.5%-ით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 10.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 2.3%-ით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.1%-ით. 2025 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.4%-იანი ზრდით, რამაც 2.13 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.9%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.6%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 2.82 და 1.84 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 20.8%-ით.
57 წუთის წინ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 346 908 ლარის საბაჟო ღირებულების, 2 276 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.დაკავებულის მოქალაქეობისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
6:36

აღნიშნული ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთნ, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.BBC-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის და გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო.ამასთან, მედიის ინფორმაციით, კირ სტარმერი ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს.სტარმერმა მათთან საუბრისას „ხაზი გაუსვა, რომ იგი კვლავაც განაგრძობს მოქმედებას ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისად“.
6:27

10 აპრილიდან ჩინეთი აშშ-ს დამატებით 34%-იან ტარიფს დაუწესებსჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქტებზე დაწესებული ტარიფები საერთაშორისო ვაჭრობის წესებს არ შეესაბამება.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყველა ჩინურ საქონელზე დამატებით 34%-იანი ტარიფი 2 აპრილს დააწესა, რაც დაემატა უკვე დაწესებულ 20%-იან გადასახადს. ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები ძალაში 9 აპრილიდან შევა.როგორც იცით უნივერსალური იმპორტის ტარიფები ტრამპმა 180 ქვეყანას დაუწესა. საქართველოსთვის საბაზისო 10%-ით შემოიფარგლა. ევროკავშირისთვის 20%-ია. 50%-მდეა გაზრდილი ვიეტნამი/კამბოჯისთვის.წყარო: BBC
4 აპრილი 15:56

თბილისი (GBC) - აშშ-ის ახალი საპასუხო სატარიფო პოლიტიკა, აშშ-ის ადმინისტრაციის თანახმად, მნიშვნელოვნად გაზრდილმა სავაჭრო დეფიციტმა განაპირობა. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ დაწესებული იმპორტის გადასახადები, მნიშვნელოვნად ჩამორჩება სავაჭრო პარტნიორების მიერ დაწესებულ ტარიფებს. ეს კი აშშ-ის ადგილობრივ წარმოებას ანელებს. ახალი საპასუხო სატარიფო პოლიტიკით კი ადმინისტრაცია ამ გამოწვევების გადაჭრას გეგმავს.ახალი სატარიფო პოლიტიკის ფარგლებში, ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნისთვის აქამდე დაწესებულ იმპორტის გადასახადს საბაზისოდ დაემატა საქონლის ღირებულების 10% (საბაზისო ტარიფი). თუმცა, დაახლოებით სამოცამდე ქვეყნისთვის იმპორტის გადასახადი აღემატება საბაზისო დანამატს.პრეზიდენტის განკარგულება, მოიცავს გამონაკლისი პროდუქტების სიასაც, რომელსაც დამატებითი იმპორტის გადასახადი არ შეეხება. დამატებითი 10%-იანი საბაზისო იმპორტის გადასახადი ძალაში შედის 2025 წლის 5 აპრილიდან.რა პირდაპირი ეფექტი ექნება ამერიკის საპასუხო სატარიფო პოლიტიკას საქართველოს?გრძელვადიანი და არაპირდაპირი ეფექტების - ეკონომიკურ ზრდაზე, სხვადასხვა ქვეყანასთან ვაჭრობაზე, ინფლაციაზე, გაცვლით კურსზე გავლენის, შესაფასებლად საჭიროა ტარიფების აღსრულებაზე მეტი ინფორმაცია და პარტნიორი ქვეყნების საპასუხო ნაბიჯების დალოდება. ერთი რამ ცხადია: ტარიფების შედეგად ბევრ ქვეყანას ურთულდება წვდომა აშშ-ის ბაზარზე. რაც არაერთ ეკონომიკას აყენებს გამოწვევის წინაშე. შესაძლოა, აშშ-ში ექსპორტიორმა ქვეყნებმა სხვა ბაზრებით, მათ შორის საქართველოთი, სცადონ ამერიკის ნაწილობრივად ჩანაცვლება. სავარაუდოდ, უმეტესად ეს ტენდენცია ამერიკის მთავარ საიმპორტო პროდუქტებს, ავტომობილებს, მანქანა-დანადგარებს და ელექტრონულ ტექნიკას. თიბისი კაპიტალი ტრადიციულად დააკვირდება მოვლენების განვითარებას და შემოგთავაზებთ განახლებებს.რაც შეეხება პირდაპირ ეფექტს, სავარაუდოა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ახალი სატარიფო პოლიტიკა უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე და ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ტრანზიტულ ტვირთზე. აშშ საქართველოსთვის მეორადი ავტომობილების იმპორტის მთავარი წყაროა. ტარიფები შეზღუდავს ავტომობილების მიწოდებას აშშ-ში, შედეგად, მაღალი ალბათობით, მოკლევადიან პერიოდში, გაიზრდება ფასი აშშ-ში წარმოებულ ახალ მანქანებზე. ფასის ზრდა გადაეცემა მეორად მანქანებსაც. ეს კი გაზრდის აშშ-დან იმპორტირებული მანქანების ფასს საქართველოში აშშ წარმოადგენს შედარებით მცირე, მაგრამ მზარდ ბაზარს ქართული ღვინისთვისღვინო ამერიკაში სიდიდით მეორე საექსპორტო პროდუქტია და ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2024 წელს, აშშ-ის წილმა საქართველოს ღვინის ექსპორტში 2.6% შეადგინა და მე-6 ადგილი დაიკავა. ამავე პერიოდში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აშშ-ში $6.0 იყო, რაც 2-ჯერ აღემატება საშუალო საექპორტო ფასს ($2.9). ეს შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ქართული ღვინო აშშ-ის ბაზარზე მაღალი საფასო სეგმენტზე პოზიციონირდება.ღვინოს, ფეროშენადნობებისგან განსხვავებით, შეეხება იმპორტის გაზრდილი გადასახადი. აშშ-ის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფები რისკს უქმნის ბოლო წლებში აშშ-ის ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის გაგრძელებას და შესაძლოა შეაფერხოს ეს დინამიკა. მსგავსი ტიპის ტარიფების დაწესება, როგორც წესი, სრულად აისახება სამომხმარებლო ფასებში და ტარიფის ტვირთიც მომხმარებელზე გადადის. მეორე მხრივ, რადგან აშშ-ში ექსპორტირებული ქართული ღვინო უკვე მაღალ საფასო სეგმენტს წარმოადგენს, შესაძლოა, მომხმარებელი ნაკლებად მგრძნობიარე აღმოჩნდეს ფასების ცვლილების მიმართ.საქართველოს ტრანზიტში აშშ-ში მიმავალი ტვირთის წილი მცირეა და საშუალოდ 0.2-0.4%-ის ფარგლებში მერყეობს2024 წელს, აშშ-ის მიმართულებით ტრანზიტული ტვირთის მოცულობა 20.4 ათასი ტონა იყო, რაც მთლიანი საგზაო ტრანზიტის 0.2%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი შეესაბამება წლების განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო დონეს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს აშშ-ში მიმავალი ტვირთის უმრავლესობა სომხეთიდან (43%), აზერბაიჯანიდან (23%) და ყაზახეთიდან (12%) გამოიგზავნა.რაც შეეხება რკინიგზით განხორციელებულ ტრანზიტს, 2019-2023 წლებში აშშ-ის მიმართულებით ტრანზიტული ტვირთის წილი მთლიან სარკინიგზო ტრანზიტში საშუალოდ 0.4% იყო. 2024 წელს აშშ-ის მიმართულებით სარკინიგზო ტრანზიტული ტვირთის მოცულობა 241.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6-ჯერ აღემატება. შესაბამისად, აშშ-ის წილი მთლიან სარკინიგზო ტრანზიტში 3%-მდე გაიზარდა. ეს ზრდა შესაძლოა ორგვარად აიხსნას: 1) ერთჯერადად განხორციელებული ტრანზაქციით, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ის მიმართულებით სატრანზიტო ნაკადების ცვლილებას არ გამოიწვევს; 2) საქართველოზე გამავალი მულტიმოდალური სავაჭრო მარშრუტების აქტუალობის ზრდით, რომელიც სამომავლოდ ტვირთბრუნვის ნაკადების ზრდის ახალ შესაძლებლობას ქმნის. აშშ-ის მიერ იმპორტზე ტარიფების დაწესებამ შესაძლოა ამ უკანასკნელს შეუქმნას საფრთხე.
4 აპრილი 15:46