თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის 31 მარტი – 4 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი მინუსშია როგორც კვირის, ისე თვის ჭრილში. განსაკუთრებით სოლიდურია აქციები ფასების ორნიშნა ცვლილება კვირის ჭრილში. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 48.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -12.66% წინა კვირასთან შედარებით და -5.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.64 - 56.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 36.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -13.51% წინა კვირასთან შედარებით და -11.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 421 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.00 - 43.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 153 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.98% წინა კვირასთან შედარებით და -7.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 314 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.44 - 15.76 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 76 ათასი აქცია შეადგინა.