თბილისი (GBC) - Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა საიდანაც ვიგებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება, რომელიც 2024 წლის რეიტინგში $4.9 მლრდ-ით იყო შეფასებული ახლა $2.7 მლრდ-მდე შემცირდა და რეიტინგში 1299-ე ადგილზე გადაინაცვლა. Forbes-ის შეფასებით, ყაზახეთის წამყვანი ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძე $5.9 მლრდ-ს ფლობს. ის რეიტინგში 579-ე ადგილს იკავებს, რითაც ყველაზე მდიდარი ქართველი გამოდის. 

Forbes-ს არ განუმარტავს, კონკრეტულად რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების ასეთი მკვეთრი შემცირება.

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლების განმავლობაში Forbes-ის ინდექსში ასე გამოიყურება:

მიხეილ ლომთაძის ქონება წლების განმავლობაში Forbes-ის ინდექსში ასე გამოიყურება: