თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4.9%-ით არის გაზრდილი.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.5%-ით;
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 10.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 2.3%-ით;
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.1%-ით.
2025 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.4%-იანი ზრდით, რამაც 2.13 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.9%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.6%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 2.82 და 1.84 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 20.8%-ით.