GE EN
სხვა სიახლეები
„ნიკორა ტრეიდმა", თიბისი კაპიტალისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში...

მოზიდული სახსრების ძირითად ნაწილს კომპანია ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესპროცესების ეფექტურობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, ოპერაციების გაციფრულებას და გამონაბოლქვის შემცირებას, რაც კომპანიის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ეს კომპანიის რიგით მე-4 ემისიაა, რომლის ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არც ერთი მათგანის წილი არ აღემატება 30%-ს.„ნიკორა ტრეიდი" ბაზრის აქტიური მოთამაშეა, რომლის პირველი საჯარო ემისია 2016 წელს შედგა. დღეისთვის კომპანიას ჯამში 130 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციები აქვს გამოშვებული. თითოეული ახალი ემისიის ფარგლებში, კომპანია ზრდის გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას.„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განვახორციელეთ. ეს ქართული კაპიტალის ბაზარზე „ნიკორა ტრეიდის" მე-4 და თიბისი კაპიტალთან ერთად მე-3 ემისიაა. გვიხარია, რომ ჩვენი ბიზნესის მიმართ ინვესტორების ნდობა იზრდება, რისი დასტურიცაა ყოველი ემისიისას გაზრდილი მოცულობა. განხორციელებული ობლიგაციების განთავსება ერთი მხრივ არის კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე მხრივ - მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მოზიდული სახსრებით ვაპირებთ ავაშენოთ თანამედროვე, უპრეცედენტო მასშტაბის ლოგისტიკური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების და მწვანე ენერგიის განვითარების კუთხითაც. აღნიშნული პროექტი შეცვლის და სასარგებლო გავლენას მოახდენს მთლიანად FMCG სექტორის განვითარებაზე, გააუმჯობესებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას სავაჭრო წერტილებში და შეამცირებს პროდუქციის დანაკარგებს, რაც მთელ მსოფლიოში სექტორისთვის დიდი გამოწვევაა.  ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან როგორც კომპანია, ასევე მომხმარებლები, რაც კიდევ უფრო ფასეულს ხდის მას", - თემურ ალექსანდრია, „ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი.„მოხარული ვართ, რომ „ნიკორა ტრეიდმა" საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მორიგი ობლიგაციები თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოუშვა. ეს ჩვენი რიგით მე-3 საერთო ემისიაა, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ FMCG სექტორის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვაში ისეთი მასშტაბური პროექტისთვის ვეხმარებით, როგორიც თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაა. ფინანსური რესურსით, კომპანია არა მხოლოდ საოპერაციო მიმართულებასა და პროდუქციაზე მომხმარებლების წვდომას გააუმჯობესებს, არამედ როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი, გარემოსთვის სასარგებლო ნაბიჯებსაც გადადგამს. „ნიკორა ტრეიდის" ყოველი მომდევნო ობლიგაციის თანხის მოცულობის ზრდა, „ნიკორა ტრეიდის" მიმართ ბაზრის ნდობისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის მზარდი შესაძლებლობების დასტურია", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.„2024 წლის აპრილიდან „აწარმოე საქართველოში" აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში და „ნიკორა ტრეიდი" პროგრამის უკვე მე-6 ბენეფიციარია. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალ წელს მისი გაგრძელება იგეგმება. პროგრამის ფარგლებში შემოსულია 13 განაცხადი და განთავსდა 210 მლნ-მდე სასესხო ფასიანი ქაღალდები", - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე.სს "ნიკორა ტრეიდი" ორი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

1729234713

ნიკორა ობლიგაციების მორიგ ემისიაზე აცხადებს

60 მლნ ლარი120 მილიონიანი ემისიის ბოლო შეთავაზებაა. კუპონის განაკვეთი TIBR3m-ს მიებმება, 325 საბაზისო პუნქტით  (8.08%+3.25%) ნომინალი 1 000 ლარია.„ემიტენტი“, სს „ნიკორა ტრეიდია“ „ნიკორა ჯგუფის“წევრი, რომელიც ბაზარზე  „ნიკორა სუპერმარკეტის” და „ლიბრეს“ ბრენდით ოპერირებს.ყველაზე დიდ აქტივს წარმოადგენს აქტივების გამოყენების უფლება.„ნიკორა ტრეიდი“ ოპერირებს 617 მაღაზიით, საიდანაც ყველა იჯარით აქვს აღებული. H1/2024-ის ანგარიშით, EBITDA (მოგება არასაოპერაციო მუხლებამდე : პროცენტის,გადასახადების, ცვეთის ამორტიზაციის ) 42 მლნ ლარია. ობლიგაციებით ნახსესხებ სახსრებს ნიკორა ლოგისტიკური ცენტრის (რომელიც მზის პანელებით უნდა აღჭურვოს), ახალი მაღაზიების ასაშენებლად და არსებული ვალდებულებების დასაფარად მიმართავს. ფული სჭირდება საწყობის მართვის სისტემისთვის (EWM).„ნიკორა“ერთ-ერთი პირველია ადგილობრივ კომპანიებიდან, ომლებსაც სახსრები საპენსიო სააგენტოდანაც აქვს მოზიდული (თიბისი ლიზინგი, სელფი, საქართველოს კაპიტალი, თეგეტა)

1729180560

WB: ეკონომიკური სტაბილურობა შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე

მოსალოდნელია, რომ რეგიონული ზრდა 2023 წელს არსებული 3.5%-დან მიმდინარე წელს 3.3%-მდე, ხოლო 2025 წელს კი 2.6%-მდე შენელდება. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაბალია 2000-2009 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელზე, რომელიც 5.1%-ს შეადგენდა, და ასევე ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რომელიც საჭიროა რეგიონის საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ერთი ან ორი თაობის შემდეგ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მისაღწევად. შედარებით დაბალი ინფლაცია წელს ზოგიერთ ცენტრალურ ბანკს  პოლიტიკის განაკვეთების შემცირების დაწყებისკენ უბიძგებს. თუმცა, ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით სიფრთხილე ჭარბობს, ფასების შენარჩუნებული წნეხის მიმართ არსებული საფრთხეების ფონზე.ანგარიში მიუთითებს რეგიონის მასშტაბით განათლების ძირეული რეფორმის აუცილებლობას, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით, ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად საჭირო ახალი ტალანტების აღმოსაჩენად და მაღალშემოსავლიან ქვეყნებთან დაახლოების ხელშესაწყობად.“ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები კარგად გაუმკლავდნენ ბოლოდროინდელ შოკებს, როგორიცაა  მაღალი ინფლაცია, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული შედეგები და რეგიონის ძირითადი საექსპორტო ბაზრის, ევროკავშირის სუსტი ზრდა. გრძელვადიან პერიოდში პროდუქტიულობის ასამაღლებლად რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების ხარისხის არსებითი გაუმჯობესება, რაც ადამიანური კაპიტალის და შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერების ძირითადი ფაქტორია” - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში  ანტონელა ბასანიმ.ამჟამად, ეკონომიკური ზრდა ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში გამყარებულია კერძო სამომხმარებლო ხარჯებით, რაც მზარდი ხელფასების, შინამეურნეობებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ტრანსფერებისა და კლებადი ინფლაციის შედეგია. ასევე ფულადი გზავნილები პანდემიამდელ დონეზეა და განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.რეგიონის ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი ნათელი წერტილია ტურიზმი. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთში ტურისტების რაოდენობა თითქმის 30%-ით აღემატებოდა 2018 და 2019 წლების იმავე პერიოდის მაჩვენებლებს. თუმცა, საქონლის ექსპორტის აღდგენა შენელდა ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის ტემპის კლების გამო.უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული არსებითი ზიანი და ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური წყვეტილობა ეკონომიკურ ზრდას გასულ წელს არსებული 5.3%-დან წელს სავარაუდოდ 3.2%-მდე,  ხოლო 2025 წელს კი 2%-მდე შეამცირებს. რუსეთში მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და საწარმოო სიმძლავრეებთან და შრომით რესურსებთან დაკავშირებული სულ უფრო მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს 2023 წელს არსებული 3.6%-დან  სავარაუდოდ 3.2%-მდე (2024), ხოლო 2025 წელს 1.6%-მდე.რუსეთის შემდეგ რეგიონის მეორე უდიდეს ქვეყანაში თურქეთში ეკონომიკური ზრდა პროგნოზის მიხედვით 2023 წელს არსებული 5.1%-დან წელს 3.2%-მდე შენელდება, სამომხმარებლო ხარჯებით განპირობებული გაფართოების და ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკების ნორმალიზაციით გამოწვეული  ეკონომიკის მიმდინარე რებალანსირების გამო. ინვესტიციების ზრდა ასევე მკვეთრად შენელდა სახელმწიფო ინვესტიციების შემცირების, მაღალი საკრედიტო ხარჯებისა და სამშენებლო საქმიანობის შემდგომი  შესუსტების შედეგად.განათლებაში ინვესტიცია ადამიანური კაპიტალის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობადადამიანური ტალანტისა და ეკონომიკურ ზრდაში მისი კრიტიკული როლისადმი მიძღვნილ სპეციალურ ანალიზში ანგარიში მიუთითებს, რომ განათლების ხარისხი უარესდება მეტად კრიტიკულ დროს, როცა რეგიონის არაერთი ქვეყანა  უკვე დგას არსებითი გამოწვევების წინაშე დემოგრაფიული და ადამიანური კაპიტალის მიმართულებით. ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა სწრაფად ბერდება და შრომით რესურსებში მონაწილეობა, განსაკუთრებით ქალთა ჩართულობა, რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში დაბალია.„გრძელვადიანი ზრდის ხელშესაწყობად რეგიონში ყველაზე დიდი შესაძლებლობები განათლების, კერძოდ კი უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდას უკავშირდება. განათლების ხარისხის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და სიცოცხლის განმავლობაში მუდმივი სწავლების მხარდაჭერა ქვეყნებს დაეხმარება მათი ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაში, ტალანტების არარაციონალური გამოყენებისა და დანაკარგების შემცირებაში, ინოვაციების სტიმულირებაში და მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიღწევაში“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.ანგარიში მიუთითებს, რომ რეგიონის მასშტაბით განათლების ყველა საფეხურზე ჩარიცხვების მაჩვენებელი მაღალია. პრობლემა მდგომარეობს განათლების ხარისხში, რომელიც უკანასკნელ წლებში გაუარესდა. მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარებული ტესტირების ქულები 15 წლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. საბაზისო (დაწყებითი და საშუალო) განათლების ხარისხის თვალსაზრისით არსებული ჩამორჩენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოსწავლეებში, რომლებიც არაუზრუნველყოფილ ოჯახებს მიეკუთვნებიან.უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები კიდევ უფრო დიდია, ვიდრე საბაზისო დონეზე. სხვა რეგიონების იმ ქვეყნებს, სადაც მსგავსი საბაზისო განათლების ან შემოსავლების დონეა, უკეთესი უნივერსიტეტები აქვთ. მაგალითად, ჩვენი რეგიონის მხოლოდ ცხრა საგანმანათლებლო დაწესებულება შედის მსოფლიოს  წამყვანი 500 უნივერისტეტის რეიტინგში.უმაღლესი განათლების სისტემების სისუსტე უკავშირდება მოძველებულ სასწავლო პროგრამებს, ტექნიკურ აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების არარსებობას, არასათანადო მართვას და კავშირის არქონას განათლებასა და შრომის ბაზარს შორის. ამ გამოწვევებზე რეაგირება მოითხოვს ძალისხმევას კურიკულუმის რეფორმის დასაჩქარებლად, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით; უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას; და უფრო მეტი და უკეთესად მომზადებული მასწავლებლის ჩართვას ადამიანური კაპიტალის განვითარების გაძლიერებაში.

1729173082

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარ...

შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს.გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.მან IFES-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების რაოდენობის შესახებ. ასევე, ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის, ასევე უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას ამ არჩევნებისთვის მზადების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო პროცესს.საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც დაათვალიერებინა. გიორგი კალანდარიშვილმა მათ საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები გააცნო და აღნიშნა, რომ სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.

1729172223

ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოზე დეკლარაცია მიიღო

დეკლარაციაში ნახსენებია მათ მიერ 2024 წლის 2 ივლისს გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს დემოკრატიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გადახრის რისკი. ამასთან, საუბარი იყო გახშირებულ თავდასხმებზე, დაშინებასა და განსხვავებული აზრის გამომხატველ პირებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.კონგრესი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლო დროს მიღებული ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შეუსაბამო - რუსული და ჰომოფობიური, პროპაგანდისტული კანონები, რომლებიც დეკლარაციის თანახმად, მიმართულია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შემდგომ საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს."კონგრესი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ადამიანურ უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობას და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც გააღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას, შეუქმნის საფრთხეს პოლიტიკურ პლურალიზმს, ხელყოფს ადამიანის უფლებებს და ძის გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და ხელახლა დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა", - ნათქვამია დეკლარაციაში.დეკლარაციის თანახმად, კონგრესი გამოთქვამს მზადყოფნას, განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტების ჩათვლით, რომლის ორგანიზებასაც კონგრესი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ გეგმავს.დეკლარაციის ბოლოს ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მე-4 სამიტზე აიღო, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აცხადებს, რომ საქართველო შესაძლოა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ.

1729170477

ზელენსკი: უკრაინა ირჩევს NATO-ს და არა ბირთვულ იარაღს

„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? - არცერთი. მხოლოდ ერთი - უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა? - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? - უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. NATO-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.„მჯერა, დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.დღეს, 17 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ „უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი გახდება“.„ამ მომენტში, როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება”, - თქვა რიუტემ, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ თეორიულად მას სხვა ქვეყანამ შეიძლება გაუსწროს. ოფიციალურად, NATO-ში გაწევრიანების კანდიდატია ბოსნია და ჰერცეგოვინა.ამასთან, თარიღების დაზუსტების გარეშე, ალიანსის წევრობის პირობა მიღებული აქვთ უკრაინას და საქართველოს.„კონკრეტულ შეკითხვას, „როდის?“, მე ვერ ვუპასუხებ ახლა, ამ მომენტში“, - დასძინა რიუტემ და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა მუშაობენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ „ხიდის“ აშენებაზე.ცნობისთვის, მარკ რიუტე ბრიუსელში 17 ოქტომბერს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. თვის დასაწყისიდან, ეს მათი მესამე შეხვედრაა.

1729169475