თბილისი (GBC) - ფინანსური ანგარიშის მიხედვით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 2021 წლის ამონაგებს 104.2 მლნ ლარს აფიქსირებს, რაც 10%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდზე.

საანგარიშო პერიოდში კომპანია 34.5%-ით 17.1 მლნ ლარამდე ამცირებს გაზის თვითღირებულებაში გადახდილ თანხას.

შესაბამისად კომპანიის საოპერაციო მოგება 29.7%-ით 18.9 მლნ ლარამდე მცირდება.

მიუხედავად ამონაგებისა და საოპერაციო მოგების შემცირებისა, სახელმწიფო კომპანიამ 18.2%-ით 15.8 მლნ ლარამდე გაზარდა ხელფასები.

2021 წელს კომპანიამ 2.6%-ით 204.8 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 5.7%-ით 178.4 მლნ ლარამდე კაპიტალი.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წარმოადგენს ერთადერთ ლიცენზირებულ კომპანიას, ლიცენზიის მუდმივი ვადით,რაც ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელების უფლებას.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ოპერირებას უწევს 2000 კილომეტრამდე მაგისტრალურ გაზსადენს.

კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე საქართველოს მთავრობაა. კომპანიის  გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძეა.

 

2021

2020

%

ამონაგები

104.2

115.7

-10

თვითღირებულება

(17.1)

(26.1)

-34.5

საოპერაციო მოგება

18.9

26.9

-29.7

ხელფასები

(15.8)

(13.4)

 18.2

აქტივები

204.8

199.7

 2.6

კაპიტალი

178.4

168.8

 5.7

თანხა მლნ (₾)