თბილისი (GBC) – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 32 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. 

ტენდერი გულისხმობს 2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლების პროექტირება/მშენებლობას.

ტენდერი 31 იანვარს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 4თებერვალს იწყება და 9 თებერვალს სრულდება.

 

პროექტი უნდა განხორციელდეს DB (დიზაენ ბილდის) კონცეფციით.

ტენდერის ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე კანდიდატს 2018 წლის 1 იანვრიდან სამოქალაქო დანიშნულების შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება, არანაკლებ 320 ათასი ლარის ღირებულებით.

ასევე მშენებლობის არანაკლებ 64.1 მლნ ლარის. ასევე რეკონსტრუქციის 4.8 მლნ ლარი.

ტენდერის დოკუმენტაციით მოთხოვნილი სკოლები უნდა იყოს 60,120,200,250 და 300 მოსწავლეზე გათვლილი.

 

სკოლების მდებარეობა და მათი მშენებლობის სავარაუდო ღირებულება შემდეგია:

60 მოსწავლეზე გათვლილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პავლეურის საჯარო სკოლა - 2.1მლნ ლარი;

120 მოსწავლეზე გათვლილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლა - 4.3 მლნ ლარი;

120 მოსწავლეზე გათვლილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლა - 4.3 მლნ ლარი;

250 მოსწავლეზე გათვლილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლა - 6.7 მლნ ლარი;

300 მოსწავლეზე გათვლილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის №1 საჯარო სკოლა - 8.8 მლნ ლარი.