ჟურნალისტმა გერმანელ კოლეგასთან, პაულ რონცჰაიმერთან პოდკასტში აღნიშნა, გასულ კვირას ზელენსკიმ პირად კაბინეტში შეხვედრა გამართა არა მინისტრებთან, არამედ უახლოეს მრჩევლებთან. იქ მან განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩავარდა და ახლა ქვეყანა ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს.შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის მიუნხენში გამგზავრების წინ, სადაც მან და მისმა გუნდმა უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციაზე განიხილებოდა როგორც უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა, ისე სტრატეგიული ნაბიჯები რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.„რაც ჩემში ყველაზე დიდ სკეპტიციზმს იწვევს სწრაფი მშვიდობის შესახებ განცხადებების მიმართ, არის ზელენსკის პირად კაბინეტში გამართული შეხვედრა. იქ მან თქვა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ახლა მათ ომის კიდევ სამწლიანი გეგმა უნდა შეიმუშაონ“, - ამბობს ჟურნალისტი.პანჩევსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ეს „პირდაპირ“ თქვა. პრეზიდენტის მრჩევლები ამ განცხადებებით შოკირებულნი დარჩნენ.„ყველა სრულ შოკში იყო. რა თქმა უნდა, არავის სურს სამწლიანი ომი. მანამდე ისინი (პრეზიდენტის ოფისის თანამშრომლები და სამუშაო ჯგუფი) ფაქტობრივად მუშაობდნენ გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების გეგმაზე, როდესაც შეთანხმება, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, წარედგინებოდა ამომრჩეველს და შემდეგ ნახავდნენ, მიიღებდნენ თუ არა ისინი შეთანხმებულ პირობებს“, - დასძინა მან.ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ მოულოდნელად „შიდა 180-გრადუსიანი შემობრუნება“ გააკეთა.„ეს ჩემში გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს, რადგან მიუთითებს, რომ მას აღარ შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება. რაიმე მიზეზით - უბრალოდ არ ვიცი, რა არის ეს მიზეზი. ეს ჩემი წყაროა. მე ვიცნობ მის სამ უახლოეს მრჩეველს, რომლებმაც თავად არ იცოდნენ, ან თუ იცოდნენ, არ მითხრეს, რატომ შეიცვალა მან აზრი. ერთ-ერთი ვარაუდით, ტრამპმა უთხრა: "ბიჭო, ეს ჩემი ბოლო შეთავაზებაა. ამაზე უკეთესი აღარ იქნება. რაც დაგპირდი, არის ის, რისი შემოთავაზებაც შეგვიძლია". და ეს ზელენსკისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა“, - დაამატა პანჩევსკიმ.ამავდროულად, პრეზიდენტის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პანჩევსკის განცხადებები „სისულელეა“.„არ ყოფილა არც ასეთი საუბარი მრჩევლებთან, არც ნეგატივი მოლაპარაკებების შესახებ და არც დავალება "კიდევ სამწლიან ომზე". ეს უბრალოდ სულელური ფეიკია“, - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა.სამშვიდობო მოლაპარაკებების მსვლელობის კომენტირებისას, ლიტვინმა გამოთქვა რწმენა, რომ დელეგაციები თებერვალშივე შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ეს მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული. დღეს პრეზიდენტს მოლაპარაკებების ჯგუფთან ექნება თათბირი.Axios წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გუნდს კრემლის ხელმძღვანელ პუტინთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა. სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა ტერიტორიების საკითხში პროგრესის მისაღწევად.თავად ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევაში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებების დროს ორი ჯგუფი მუშაობდა - სამხედრო და პოლიტიკური. ტერიტორიების საკითხზე სამ მხარეს სამი განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა.24 თებერვალს 4 წელი სრულდება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
1771591943
„იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ, წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვხედავ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიურ წინადადებას - მათი შემუშავება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (NATO) მე-5 მუხლის მოდელით მოხდეს“, - განაცხადა ჯორჯია მელონმა Sky tg24-თან ინტერვიუში.მისივე თქმით, ასევე გრძელდება მუშაობა უკრაინის აღდგენის საკითხზე. მელონმა განმარტა, რომ „არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი ფურცელზე უკვე გადაწყვეტილია“.„თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი - ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტისგან, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ვფიქრობ, როგორც უკვე არაერთხელ მითქვამს, მნიშვნელოვანია არა უბრალოდ მშვიდობის მიღწევა, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, - თქვა ჯორჯია მელონმა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 17-18 თებერვალს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ჯგუფში გარკვეული პროგრესი იყო. ამავდროულად, პოლიტიკური მიმართულებით ყველაფერი უფრო რთულადაა - სამ მხარეს ტერიტორიების საკითხზე სამი განსხვავებული თვალსაზრისი აქვს.გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების გზით ომის სწრაფად დასრულების შანსი მცირეა. მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი „მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე თავის სამხედრო ან ეკონომიკურ რესურსებს ამოწურავს“.
1771565880
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემდეგი შეხვედრაც ასევე შვეიცარიაში იქნება. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც დღეისათვის ვფლობ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფი დაბრუნდება და უფრო დეტალური ინფორმაცია მექნება, ვიდრე ახლა ტელეფონში“, - განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკიმ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესი სწორედ ევროპაში მიმდინარეობდა.„ვფიქრობ, კარგი მომენტია ის, რომ შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამას ყოველთვის ვამბობ ახლო აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ პატივისცემით, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ომი ევროპაშია, ადგილიც აქ უნდა ვეძებოთ“, - თქვა ზელენსკიმ.18 თებერვალს დილით, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ჟენევაში უკრაინა-ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარებას ეხება.მოგვიანებით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 18 თებერვალს მიმდინარეობდა, დასრულდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჟენევაში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, იყო „მძიმე, თუმცა საქმიანი“.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგი ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განხორციელდება.შემდეგ მან დაამატა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე არასაკმარისად არის დამუშავებული პოლიტიკური საკითხები შესაძლო კომპრომისებისა და ლიდერების აუცილებელი შეხვედრის თაობაზე.
1771479960
„რაც შეეხება მოლაპარაკებების შინაარსობრივ მხარეს. უპირველეს ყოვლისა, იცით, რომ ორი მიმართულებაა: სამხედრო და პოლიტიკური. აქ მინდა ვთქვა, რომ სამხედრო მიმართულებით სამივე მხარე კონსტრუქციული იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კერძოდ, „სამხედროებს ესმით, როგორ განახორციელონ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მონიტორინგი, თუკი იქნება პოლიტიკური ნება“.„ისინი (მოლაპარაკების მხარეები - რედ.), პრინციპში, იქ თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. მონიტორინგი ნამდვილად ამერიკული მხარის მონაწილეობით იქნება. მიმაჩნია, რომ ეს კონსტრუქციული სიგნალია“, - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის შესახებ ყველა სხვა ტექნიკურ დეტალს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანდრიი გნატოვი მოახსენებს, როდესაც ჟენევიდან დაბრუნდება.18 თებერვალს დილით, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ჟენევაში უკრაინა-ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო.მოგვიანებით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 18 თებერვალს მიმდინარეობდა, დასრულდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჟენევაში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, იყო „მძიმე, თუმცა საქმიანი“.24 თებერვალს 4 წელი სრულდება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
1771414275
მაშინ, როდესაც ზელენსკი Axios-ს ესაუბრებოდა, უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლები ჟენევაში პირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდს მართავდნენ.მთავარი სადავო საკითხი დონბასზე კონტროლია, რომლის დაახლოებით 10% კვლავ უკრაინის ხელშია.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის შუამავლებმა, სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, მას განუცხადეს: რუსეთს ნამდვილად სურს ომის დასრულება და მან სწორედ ამ საფუძველზე უნდა მოახდინოს კოორდინაცია საკუთარ მომლაპარაკებელთა გუნდთან. თუმცა, ზელენსკიმ აშკარა გახადა, რომ ის ბევრად უფრო პესიმისტურადაა განწყობილი. მან ასევე ურჩია ვიტკოფსა და კუშნერს, არ ეცადონ აიძულონ იგი, "გაყიდოს" მშვიდობის ისეთი ხედვა, რომელსაც მისი ხალხი „წარუმატებელ ისტორიად“ აღიქვამს.ზელენსკიმ Axios-სთან თქვა, რომ „არ იყო სამართლიანი“, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საჯაროდ მოუწოდებდა უკრაინას და არა რუსეთს, წასულიყო დათმობებზე მშვიდობისთვის. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის შესაძლოა უფრო ადვილი იყოს უკრაინაზე ზეწოლა, ვიდრე ბევრად დიდ რუსეთზე, ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების გზა ვლადიმერ პუტინისთვის „გამარჯვების ჩუქება“ არ არის.ტრამპმა ბოლო დღეებში ორჯერ თქვა, რომ დათმობებზე წასვლა ზელენსკის მოვალეობაა. „ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება“, - განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კუშნერთან და ვიტკოფთან საუბრები არ მოიცავს იმგვარ ზეწოლას, რასაც ტრამპი საჯაროდ იყენებს. „ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ზეწოლის ქვეშ ადვილად ტყდება. ზელენსკიმ გაიმეორა, რომ ტერიტორიულ საკითხზე გარღვევის საუკეთესო გზა პუტინთან პირისპირ შეხვედრაა.Axios წერს: ამერიკელმა შუამავლებმა წამოაყენეს წინადადება, რომ უკრაინულმა ძალებმა დატოვონ დონბასის ის ნაწილები, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ, და ეს ტერიტორია დემილიტარიზებულ „თავისუფალ ეკონომიკურ ზონად“ იქცეს. ვაშინგტონს არ დაუფიქსირებია პოზიცია იმაზე, თუ რომელი ქვეყნის სუვერენიტეტის ქვეშ იქნება ეს ზონა.ზელენსკი მზად არის განიხილოს ჯარების გაყვანა, თუმცა მოსკოვისგანაც მოითხოვს ჯარების ანალოგიური მანძილით უკან დახევას - და უარყოფს რუსეთის პრეტენზიას ამ ზონაზე სუვერენიტეტის შესახებ. ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე რუსეთის წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ გაივლიდნენ კონსულტაციებს მოსკოვთან და ტერიტორიულ საკითხზე დეტალური პოზიციით დაბრუნდებოდნენ.Axios-თან 37-წუთიან სატელეფონო ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და კიევი შეთანხმდნენ: ნებისმიერი გარიგება უკრაინელ ხალხს რეფერენდუმზე უნდა წარედგინოს. თუ შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინის მხრიდან დონბასიდან უბრალოდ გასვლას - სუვერენიტეტისა და იქ მცხოვრები მოქალაქეების მსხვერპლად შეწირვას - მისი აზრით, ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს.„ემოციურად, ხალხი ამას არასოდეს აპატიებს. არასოდეს. ისინი არ მაპატიებენ... მე, არ აპატიებენ [აშშ-ს]“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელებს „არ ესმით“, რატომ უნდა მოსთხოვონ მათ დამატებითი მიწების დათმობა. „ეს ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებია, დროშაა, მიწაა“, - თქვა მან.თუ შეთანხმება უბრალოდ გაყინავს საბრძოლო მოქმედებების ამჟამინდელ ხაზს დონბასში (როგორც ეს დაგეგმილია სხვა ორ რეგიონში, სადაც რუსეთს ტერიტორიები აქვს დაკავებული), ზელენსკი ფიქრობს, რომ უკრაინელი ხალხი ამას მიიღებს. „ვფიქრობ, თუ დოკუმენტში ჩავწერთ... რომ ვრჩებით იქ, სადაც ვართ საკონტაქტო ხაზზე, ხალხი ამას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს. ეს ჩემი აზრია“. თუმცა, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს მთელი დონბასის დაკავებას ან მოლაპარაკებების გზით, ან ძალით.რუსულ დელეგაციას ახალი ლიდერი ჰყავს, პუტინის მრჩეველი ვლადიმერ მედინსკი. ლიდერის შეცვლის გამო, ზელენსკი შიშობს, რომ რუსული დელეგაცია შეეცდება მოლაპარაკებები უბრალო გაცნობით შეხვედრად აქციოს ან საწყის წერტილს დაუბრუნდეს, რათა რუსეთმა ბრძოლის ველზე დრო მოიგოს. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინის მსგავსად, მედინსკის უყვარს ფილოსოფიური მსჯელობა ომის „ისტორიულ ფესვებზე“. „ჩვენ არ გვაქვს ამ სისულელეებისთვის დრო. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და დავასრულოთ ომი“, - თქვა ზელენსკიმ.მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგი ნელა მიმდინარეობს, ზელენსკის თქმით, სამხედროებს შორის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში უფრო პროდუქტიული იყო. მხარეები ძირითადად შეთანხმდნენ აშშ-ის მიერ წარმართულ მექანიზმზე, რომელიც დრონების მეშვეობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გააკონტროლებს, თუკი ასეთი შეთანხმება შედგება. უკრაინას სურს ევროპული ქვეყნების ჩართულობაც, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. Axios წერს, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ჯგუფმა ჟენევაში სამშაბათს პროგრესს მიაღწია, პოლიტიკური ჯგუფის მოლაპარაკებები „გაიჭედა“. წყაროების თქმით, ეს მედინსკის მიერ წარდგენილი პოზიციების გამო მოხდა. ერთ-ერთმა წყარომ ასევე აღნიშნა, რომ რუსები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ზელენსკის ბოლო საჯარო განცხადებების გამო და ამტკიცებდნენ, რომ ის სერიოზულად არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, არამედ ცდილობს რეიტინგის ამაღლებას შესაძლო არჩევნების წინ.ზელენსკიმ თქვა, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა შესაძლებელია ახალი საპრეზიდენტო არჩევნები რეფერენდუმის პარალელურად ჩატარდეს. სექტემბერში მან Axios-ს უთხრა, რომ ომის დასრულების შემდეგ პოლიტიკიდან წავიდოდა, თუმცა სამშაბათს მიცემულ ინტერვიუში მიანიშნა, რომ არჩევნები შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის მყიფე პერიოდში ჩატარდეს და ასეთ შემთხვევაში ის შესაძლოა კანდიდატი იყოს. „ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რა სურთ მათ“.მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის რუსეთი თანხმდება მხოლოდ ერთდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე კენჭისყრის ჩასატარებლად, ნაცვლად 60 დღისა, რომელიც ზელენსკის აზრით საჭიროა. მან რუსეთის პოზიციას აბსურდული უწოდა და მიიჩნია, რომ ეს იმის ნიშანია, რომ მოსკოვი ნამდვილი მშვიდობისთვის მზად არ არის.24 თებერვალს 4 წელი სრულდება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
1771393200
„დიდი შეცდომაა, მისცე აგრესორს უფლება, რამე წაიღოს. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წლიდან დაწყებული. და მანამდეც კი, საქართველოზე თავდასხმისა და მისი ნაწილების ოკუპაციის დროს. და კიდევ უფრო ადრე, როდესაც მოხდა ჩეჩნეთის ოკუპაცია - სრული განადგურებითა და მილიონი მსხვერპლით, როგორც დაღუპულებით, ისე დაჭრილებით.ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. სწორედ ამიტომ, ახლა არ მინდა ვიყო ის პრეზიდენტი, რომელიც გაიმეორებს ჩემი წინამორბედების ან სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებს. მე მხოლოდ უკრაინაზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე, რომლებმაც დაუშვეს, რომ ისეთი აგრესიული ქვეყანა, როგორიც რუსეთია, მათ ტერიტორიაზე შესულიყო", - წერს ზელენსკი X-ზე.ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ პუტინს „კოცნითა და ყვავილებით“ ვერავინ შეაჩერებს და დათმობის პოლიტიკა მხოლოდ დროს აძლევს რუსეთს სამხედრო ძალების აღსადგენად."რადგან პუტინს კოცნითა და ყვავილებით ვერ შეაჩერებ, მე ეს არასდროს გამიკეთებია, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი გზა. ჩემი რჩევა ყველასთვის - ნუ მოიქცევით ასე პუტინთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ნაბიჯი, შემდეგ კი, ხუთ წელიწადში, ის აღადგენს თავის სამხედრო ძალას, გაზრდის ჯარისკაცების რაოდენობას, მისი არმია იქნება კარგად გაწვრთნილი. რადგან მან ბევრი კარგად გაწვრთნილი ადამიანი დაკარგა. ახლა ის თვეში 30–35 ათას ადამიანს კარგავს", - წერს ზელენსკი.
1771317695
„დიდი მოლაპარაკებებია. ეს იქნება ძალიან მარტივი“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „უკრაინისთვის აჯობებს სწრაფად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას“.„ეს არის ყველაფერი, რასაც მათ ვეტყვი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.16 თებერვალს საღამოს უკრაინული დელეგაცია ჟენევაში ჩავიდა.წინა რაუნდის შემდეგ რუსულ მხარეს ცვლილებებია – მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით ომის შესაძლო შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესი რუსეთის მომლაპარაკებელთა გუნდში მომხდარი ცვლილებების გამო არ შეფერხდება.
1771313561
ორგანიზაცია Action on Armed Violence (AOAV) აცხადებს, რომ ინგლისურენოვანი წყაროების მიხედვით, უკრაინაში ფეთქებადი იარაღის გამოყენების შედეგად 2,248 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12,493 დაიჭრა; ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა ცალკეულ ინციდენტზე.თითოეული დარტყმისას საშუალოდ 4.8 მშვიდობიანი მოქალაქე იღუპებოდა ან შავდებოდა, რაც 33%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. ყველაზე მძიმე თავდასხმა 24 ივნისს დნიპროში მოხდა, რუსული რაკეტები სამგზავრო მატარებელს, საცხოვრებელ კორპუსებსა და სკოლებს მოხვდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 314 დაშავდა, მათ შორის 38 ბავშვი.AOAV-ის აღმასრულებელი დირექტორის იენ ოვერტონის თქმით, ეს ციფრები მოწმობს, რომ „უკრაინა ჯდება თავშეკავების იმ საერთო კოლაფსში, რომელიც ახლა მრავალ ომშია თვალსაჩინო“, ხოლო ომში პროპორციულობისა და დიფერენციაციის პრინციპების პატივისცემა „დაირღვა“.მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმა, რომელიც აჭარბებს პირდაპირ სამხედრო უპირატესობას, ომის დანაშაულია. თუმცა, ექსპერტების თქმით, პროპორციულობის პრინციპი კრიტიკულ ზღვარზეა მრავალ კონფლიქტში, მათ შორის ღაზაში, სუდანში, კონგოსა და უკრაინაში.„ჩვენ წლების განმავლობაში ვუყურებდით ამ ეროზიას - ჰომსიდან ალეპომდე, მარიუპოლიდან ღაზამდე. ახლა განსხვავება ისაა, რომ აღარ არსებობს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული მოქმედი წესრიგი, რომელსაც პასუხისმგებელი პირების დასჯა შეუძლია“, - ამტკიცებს ოვერტონი.2025 წლის განმავლობაში სარაკეტო და დრონებით თავდასხმები უკრაინაში თითქმის ყოველ ღამით ხდებოდა და 2026 წელსაც გაგრძელდა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა.2025 წლის 9 სექტემბრის ღამეს უკრაინას 805 დრონით და 13 რაკეტით დაესხნენ თავს, რაც ამ ომის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში იყო.AOAV მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს მსოფლიო მასშტაბით ფეთქებადი იარაღის გამოყენების ინციდენტების შესახებ ინგლისურენოვანი ცნობების საფუძველზე აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი თანმიმდევრულია, ის მაინც ვერ ასახავს დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტ რაოდენობას, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მხოლოდ ერთ ენაზე არსებული მედიაგამოცემები აუცილებლად არასრულია.გლობალურად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 26%-ით შემცირდა 2024 წელს დაფიქსირებული 10-წლიანი მაქსიმუმიდან, რაც ძირითადად ღაზაში ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით იყო განპირობებული. AOAV-ის მონაცემებით, 2025 წელს ღაზაში მსხვერპლმა 14,024 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია.გასული თვის ბოლოს ისრაელის სამხედრო უწყებამ მიანიშნა, რომ ღაზას ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დაღუპულთა შესახებ მეტწილად ზუსტი იყო. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 70,000 პალესტინელი დაიღუპა, რაც თანხვედრაშია ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებთან (72,061 დაღუპული და 171,715 დაშავებული).2025 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ 25,718 დაღუპული და 62,854 დაშავებული პალესტინელი აღრიცხა, რაც ადასტურებს, რომ ინგლისურენოვანი პრესის მონაცემები რეალობაზე ნაკლებია.AOAV-ის თანახმად, 2025 წელს მსოფლიოში სულ 45,358 მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (61,353) ნაკლებია. ეს ციფრები მოიცავს 17,589 დაღუპულს და 27,769 დაჭრილს ყველა სახის ფეთქებადი იარაღის გამოყენების შედეგად.ფეთქებადი იარაღით ყველაზე მეტი დაღუპულისა და დაჭრილისთვის პასუხისმგებელი ქვეყანა ისრაელი იყო, რომელიც მცირედით უსწრებდა რუსეთს.2025 წელს ისრაელის მონაწილეობამ მრავალ კონფლიქტში განაპირობა ის, რომ მასზე მოდის ყველა აღრიცხული მსხვერპლის 35%, ხოლო რუსეთზე - 32%. ყველაზე სისხლისმღვრელი შემდეგი ომები იყო სუდანსა (5,438 მსხვერპლი) და მიანმარში (3,178 მსხვერპლი).„უკრაინაში, მიანმარში, ღაზასა და სუდანში გზავნილი ერთია“, - თქვა ოვერტონმა. „როდესაც დაუსჯელობა ნორმად იქცევა, ომის დანაშაულები წყვეტენ შოკის მომგვრელ გამონაკლისად ყოფნას და ომის წარმოების მეთოდად ყალიბდებიან“, - დასძინა მან.
1771244431
„ჟენევისკენ მიმავალ გზაზე. წინ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. გზაში კოლეგებთან ერთად ჩვენი ისტორიის გაკვეთილებს განვიხილავთ და სწორ დასკვნებს მოვძებნით. უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს“, - წერს სოციალურ ქსელში კირილ ბუდანოვი. გარდა ამისა, ბუდანოვმა გამოაქვეყნა ფოტო მატარებელთან კოლეგებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ჟენევაში, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მიემგზავრება.ზელენსკიმ 12 თებერვლის საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზად არის რუსულ დელეგაციასთან ახალი შეხვედრისთვის უკრაინაში ომის დარეგულირების მიზნით.4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღებული კომუნიკეს თანახმად, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა განიხილეს ზავის დანერგვის მეთოდები და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მონიტორინგი.აბუ-დაბის მოლაპარაკებების შედეგად აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ მაღალ დონეზე სამხედრო დიალოგის განახლებაზე.პრეზიდენტის მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა დაადასტურა უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების რაუნდის გამართვა 17-18 თებერვალს ჟენევაში.ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა დელეგაციამ ამ შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: რუსტემ უმეროვი, კირილ ბუდანოვი, ანდრეი გნატოვი, დავით არახამია, სერგი კისლიცა და ვადიმ სკიბიცკი.
1771236347
„ვფიქრობ, ტრამპისთვის არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ტრამპისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია ომის აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე დასრულებაა. გამოცემა ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ „კარგად იცის, რა აძლევს მოტივაციას ტრამპს“. თუმცა, სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი „რეალისტია იმის ალბათობასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი რეალურად აიძულებს რუსებს კომპრომისზე წასვლას“.The Atlantic-ის ჟურნალისტი წერს, რომ იმ ერთი საათის განმავლობაში, რომელიც მან ზელენსკისთან გაატარა, პრეზიდენტმა გამოავლინა თვისება, „რომელიც წლების და ათწლეულების განმავლობაში, მისი ხასიათის მთავარი შტრიხი იყო - გარე ზეწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევის ჯიუტი, ზოგჯერ გამაღიზიანებელი ჩვევა“.„თუ ზელენსკის ეტყვით, რომ მან რაღაც უნდა გააკეთოს, ის, სავარაუდოდ, პირიქით მოიქცევა“, - თქვა The Atlantic-თან ზელენსკის ერთ-ერთმა ძველმა მრჩეველმა, რომელიც სხვების მსგავსად გამოცემასთან ანონიმურობის დაცვით საუბრობდა.The Atlantic-ის ჟურნალისტი დასძენს, რომ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის ზოგიერთი წევრი სულ უფრო მეტად ნერვიულობს, რომ შეთანხმების ფანჯარა იხურება და უკრაინა მრავალწლიანი საბრძოლო მოქმედებებით დაიტანჯება, თუ ამ გაზაფხულზე ომის შეწყვეტაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება.„მაგრამ ზელენსკიმ მითხრა, რომ მას ურჩევნია საერთოდ არ დადოს შეთანხმება, ვიდრე აიძულოს საკუთარი ხალხი, მიიღოს არახელსაყრელი პირობები. ოთხწლიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგაც კი, ის ამბობს, რომ მზად არის განაგრძოს ბრძოლა, თუ ეს აუცილებელია ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.„უკრაინა არ წააგებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად გამოქვეყნებული კომიუნიკეს თანახმად, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა განიხილეს ზავის იმპლემენტაციის მეთოდები და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მონიტორინგი.აბუ-დაბის მოლაპარაკებების შედეგად, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ მაღალ დონეზე სამხედრო დიალოგის განახლებაზე.სააგენტო Reuters იტყობინება, რომ აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა განიხილეს ამბიციური მიზანი - მარტში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადება. თუმცა, ვინაიდან ტერიტორიებთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ არსებობს, ვადებმა შესაძლოა გადაიწიოს.24 თებერვალს 4 წელი სრულდება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
1770969601
არნე ბერგრენი: საბჭო ბუცხრიკიძის გადაწყვეტილებას სრულად უჭერს მხარს
1770631518
ეკონომიკური აქტივობის ჩავარდნა: იმპორტი 34.5%-ით შემცირდა, საგარეო ბრუ...
1770967190
სებ-ი ჩაინა მარკეტზე
1770906480
ბუცხრიკიძე ჯგუფის საერთაშორისო განვითარებაზე ფოკუსირდება, „თიბისი ბანკ...
1770624769
სუვერენული ბონდი კარგად ივაჭრება
1771251000