თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით ვითარების შერყევას ცდილობენ, მაგრამ „ჩვენ ამას არ დავუშვებთ“.

კრემლის პირველმა პირმა ასევე დააყენა რუსეთში ეროვნებათშორისი ურთიერთობების საკითხი. მისი თქმით, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 190 ეთნოსი ცხოვრობს. 

„ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მივცეთ“, – თქვა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან პარასკევს გამართულ თათბირზე.