კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2%-ით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევრების 55.1% ქალია, ხოლო 44.9% - კაცი.მკვლევართა 67.5% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8% - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7% - ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.რაც შეეხება მკვლევრების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.9%), ხოლო კაცების შემთხვევაში - 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (24.4%).მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 კაცს შეადგენს (22.6%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული (3.3%).
1793604144
2025 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა $4.69 მლრდ-ით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 54.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება $1.74 მლრდ-ით (მთლიანი ექსპორტის 20.4%, ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება $1.37 მლრდ-ით (შესაბამისად 16%).2025 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა $2.24 მლრდ და მთელი იმპორტის 58.1% შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს $460.8 მლნ-ით (იმპორტის 11.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება $340.2 მლნ-ით (იმპორტის 8.8%).2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 54% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი - $958.6 მლნ რუსეთი - $899.2 მლნ ისრაელი -$686.3 მლნ 2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 46% შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: თურქეთი - $556.9 მლნ ჩინეთი - $210.9 მლნ აშშ - $182.6 მლნ
1793348330
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 3.3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.3Q26-ში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 3.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საერთაშორისო ვიზიტორების 82.1% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.3% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.6% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.საქსტატის მონაცემებით 3Q26-ში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.7%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 14.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 11%-იანი წილით.ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (695.8 ათასი), თურქეთისა (398.1 ათასი) და სომხეთის (316.2 ათასი) მოქალაქეების მიერ.ვიზიტორების უმრავლესობა (44.5%) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.8%-ს შეადგენდა. 3Q26-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.8%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 349.5 ათასი და 1 291.0 ათასი ვიზიტი.3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 3Q25-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 2.2%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 76.7% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾5.7 მილიარდს გაუტოლდა, რაც 8.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 3Q25-თან შედარებით 11.1%-ით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა.
1793345743
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.3Q26-ში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.7%).3Q25-თან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 7%-ით.ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 3Q26-ში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით.ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით.
1792740947
2025 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა ₾8.9 მლრდ იყო, ხოლო მათი ლიკვიდურობის წილი - 50.6%.2025 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები ₾92.5 მილიარდს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა ₾23.8 მილიარდს.2025 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან ₾18 მლრდ წარმოადგენდა ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) ₾11.2 მილიარდს შეადგენდა.კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2025 წლის ბოლოსათვის ₾76.2 მლრდ შეადგინა:არაფინანსური კორპორაციების მიერ 2025 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები ₾3.3 მილიარდს შეადგენდა, ხოლო მთლიანი შემოსავლები - ₾24.8 მილიარდს, რომლის სტრუქტურაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) ₾13.2 მლრდ შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით ₾2.1 მლრდ იყო. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების მიხედვით ₾172 მლნ-ს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით ₾983.2 მლნ-ს შეადგენდა.
1792655977
2026 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.1%), რამაც -0.05 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.04 პ.პ. შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 12.6%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.88 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (12.1%); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.22 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.1%) და ძირითად ლითონებზე (8.5%); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.34 პ.პ.-ით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პ.პ.-ით იქონია გავლენა.
1792484114
ჯამურად სამ კვარტალში ქვეყანამ თითქმის $3,8 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს. სების მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16.6%-ით განისაზღვრა და 310.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30.2%-ია. სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია რუსეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 32.3%, 24.8%, 18.6% და 52.5%-ით და, შესაბამისად, 334.2, 234.9, 78.8 და 68.4 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ირანიდან და საუდის არაბეთიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 21.3%-ით, და 31.9%-ით შემცირდა შესაბამისად, 33.8 და 58.5 მლნ აშშ დოლარამდე. საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მესამე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
1792482579
2025 წელს მრეწველობის სფეროში ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 20.1% შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 10.9%.დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორებისა და ამწყობების პოზიციაზე დაფიქსირდა და 30.2% შეადგინა, მეორე ადგილზეა ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების პოზიცია (23.5%).
1792136934
2025 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1%-ით); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3%-ით); მშენებლობა - 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5%-ით). 2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების - 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების - 245.9 ლარით (10.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი 12.8%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა. 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში 405.6 ლარით (17.6%) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორთან შედარებით.2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 097.1 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2.2%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 340.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.1%-ით) დარგში დაფიქსირდა.2025 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 233.7 ლარით (12.5%) და 2 100.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია.
1791531936
2025 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.3%-ით ნაკლები იყო.საქმიანობის სახეების მიხედვით, 2025 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 501 ლარი; მშენებლობა - 2 328 ლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 264 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 250 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 211 ლარი. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.
1791530800
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა
1792569931
