თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, აპრილში, საქართველოში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 5729 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

შეგახსენებთ, გასული წლის აპრილში დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6894 ერთეული შეადგინა.

რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვას, აპრილში 10.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.