თბილისი (GBC) - გასულ წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა $84.3 მლნ-ის 971.7 მლნ მეგავატი შეადგინა, რაც ფულად გამოსახულებაში 437%-ით, ხოლო მოცულობაში 149%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021: $15.7 მლნ-ის 391 მლნ მეგავატი).
2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 1 კილოვატი ელექტროენერგიის ფასი 8.7 ცენტს შეადგენს.
ტოპ საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები ასეთია:
1. თურქეთი - $79.6 მლნ. - 94%;
2. სომხეთი - $4.2 მლნ. – 5%;
3. აზერბაიჯანი - $0.6 მლნ. – 1%.
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, გასულ წელს საქართველოში $41.2 მლნ-ს 1.5 მლრდ მეგავატი იმპორტირდა. (მონაცემები ასევე მოიცავს, რუსეთიდან აფხაზეთისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიას).
ტოპ საიმპორტო პარტნიორი ქვეყნები:
1. რუსეთი - $21.2 მლნ. 51%;
2. სომხეთი - $10.2 მლნ. 26%;
3. აზერბაიჯანი - $9.7 მლნ. 24%.