თბილისი (GBC) – ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ძმისშვილი, 26 წლის ხამზათ კადიროვი რეგიონის ქონებისა და მიწების მინისტრად დაინიშნა, წერს რუსული მედია.

რესპუბლიკის მეთაურის ძმისშვილი მანამდე ერთ–ერთი რაიონის ხელმძღვანელის, ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ფიზკულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. რამზან კადიროვს თავისი ძმისშვილი საკუთარი მამის ახმატ კადიროვის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული.