თბილისი (GBC) – Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა ორშაბათს, სან–ფრანცისკოში, კომპანიის შტაბ–ბინაში თანამშრომლებთან გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ აღარ აპირებს შტატის შემცირებას. ამის შესახებ პორტალი Business Insider ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ.

პორტალის ინფორმაციით, მასკმა განაცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებები აღარ იგეგმება. პორტალის რესპონდენტი ამბობს, რომ ვიდრე ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდებოდა, შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა 7 500 ადამიანს შეადგენდა. გათავისუფლებებისა და შემცირებების შემდეგ საშტატო ერთეულის რაოდენობა 2 300–მდე შემცირდა.