თბილისი (GBC) – რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრმა მაკსუტ შადაევმა თქვა, რომ დღეს რუსულ IT-სექტორს ყველაფერი აქვს განვითარებისთვის. ვინაიდან პრაქტიკულად ყველა უცხოური IT-კომპანია გავიდა ბაზრიდან, რუსეთმა ციფრული სუვერენიტეტი მოიპოვა – „ახლა ჩვენ თავს ვეკუთვნით“, – აღნიშნა მინისტრმა.

„თუ საუბარია ციფრულ სუვერენიტეტზე, ჩვენ ის უკვე მოვიპოვეთ, რადგან უცხოური კომპანიები სამამულო ბაზრიდან უკვე გავიდნენ“, – განაცხადა მინისტრმა, რომელსაც რუსული გამოცემა kommersant.ru ციტირებს.

მისივე თქმით, ქვეყნიდან IT–სპეციალისტები არც იმდენად მასშტაბურია, რომ დარგს ზიანი მიადგეს. მინისტრი ირწმუნება, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ქვეყანაში ვითარდება, ხელფასებს ზრდიან, თანამშრომლებს ყველა პირობას უქმნიან, რომ დარჩნენ.

ამასთან, შადაევმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნიდან ვებდეველოპერების მნიშვნელოვანი ნაწილი გავიდა – „ერთ–ერთი ყველაზე კომპეტენტური, პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებზეც ნამდვილად დიდია მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე“.

სექტემბერში Forbes წერდა, რომ რუსეთიდან IT-სპეციალისტების 6%–მა უკვე გავიდა სამუშაოდ სხვა ქვეყნებში, ხოლო 25% რელოკაციას უახლოეს მომავალში გეგმავდა. მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი 70 000–მა IT–სპეციალისტმა დატოვა.